ივანე ჯავახიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
|ფოტოს სიგანე = 250პქ
|ფოტოს სიგანე = 250პქ
|წარწერა =
|წარწერა =
|მოღვაწეობა = [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
|მოღვაწეობა = [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
|დაბ თარიღი = [[23 აპრილი]]/[[11 აპრილი]], [[1876]]
|დაბ თარიღი = [[23 აპრილი]]/[[11 აპრილი]], [[1876]]
|დაბ ადგილი = [[თბილისი]]
|დაბ ადგილი = [[თბილისი]]
| გარდ თარიღი = [[18 ნოემბერი]], [[1940]]
|გარდ თარიღი = {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|1940|11|18|1876|041|23}}
| გარდ ადგილი = [[თბილისი]]
|გარდ ადგილი = [[თბილისი]]
|მოქალაქეობა = რუსეთის იმპერია
|მოქალაქეობა = [[რუსეთის იმპერია]]<br /> [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქ. დემ. რესპუბლიკა]]
|სხვა მოქალაქეობა = სსრკ
|სხვა მოქალაქეობა = [[სსრკ]]
|მამა = ალექსანდრე ჯავახიშვილი
|მამა = ალექსანდრე ჯავახიშვილი
|დედა = სოფიო ვახვახიშვილი
|დედა = სოფიო ვახვახიშვილი
|მეუღლე = ანასტასია
|მეუღლე = ანასტასია ჯავახიშვილი
|შვილები =
|შვილები =
|ჯილდოები =
|ჯილდოები =
ხაზი 121: ხაზი 121:
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1876]]
[[კატეგორია:დაბადებული 1876]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 18 ნოემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 18 ნოემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1940]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1940]]
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები]]
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები]]

19:11, 27 მაისი 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ტერმინს „ივანე ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 23 აპრილი/11 აპრილი, 1876
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1940 (63 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქ. დემ. რესპუბლიკა
პროფესია ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
მეუღლე(ები) ანასტასია ჯავახიშვილი
მშობლები მამა: ალექსანდრე ჯავახიშვილი
დედა: სოფიო ვახვახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მარკა. 2016. ავტ: გ. ქართველიშვილი

ივანე ჯავახიშვილი (დ. 23 აპრილი[ ძვ. სტ. 11 აპრილი], 1876, თბილისი — გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ხოვლეში.
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ივანე ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია). 1902 წელს ის ნიკო მართან ერთად გაემგზავრა სინას მთაზე ქართული ხელნაწერების აღსაწერად. ამან მისცა საშუალება, გავარჯიშებულიყო ძველი ქართული ხელნაწერების კითხვაში. 1903 წელს მან დაიწყო ლექციების კითხვა პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრაზე, როგორც პრივატ-დოცენტმა. 1907 წლის 13 მაისს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. ჯავახიშვილისგან ელოდნენ სადოქტორო დისერტაციის მომზადებას, თუმცა მას ეს არ აინტერესებდა. მისი ინტერესი საქართველოში დაბრუნება და ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარება იყო. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. ჯავახიშვილს წერილით მიმართა ექვთიმე თაყაიშვილმა და შესთავაზა მის მიერ დაფუძნებულ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ჩადგომოდა სათავეში, რომლის წევრი ჯავახიშვილი 1907 წლიდან იყო. ჯავახიშვილმა თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრაციის შემდეგ, 1921-27 წლებში უძღვებოდა ამ საზოგადოებას. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. მან პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. 1918-1919 წლებში ჯავახიშვილი იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი. 1918–1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. იყო 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნიკო მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.

სამეცნიერო შრომები

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები

იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე

საინტერესო ცნობები

ი. ჯავახიშვილი 5-ლარიან ბანკნოტზე
  • ივანე ჯავახიშვილი გამოსახულია ლარის 5-ნომინალის ბანკნოტზე.
  • 1958 წელს ივანე ჯავახიშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) გადაეცა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო