რამონ დიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამონ დიასი
რამონ დიასი 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რამონ ანხელ დიასი
დაბადების
თარიღი
29 აგვისტო, 1959 (1959-08-29) (64 წლის)
დაბადების
ადგილი
ლა-რიოხა, არგენტინა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1969–1978 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1982 რივერ პლეიტი 123 (57)
1982–1983 ნაპოლი 25 (3)
1983–1986 აველინო 78 (22)
1986–1988 ფიორენტინა 53 (17)
1988–1989 ინტერი 33 (12)
1989–1991 მონაკო 60 (24)
1991–1993 რივერ პლეიტი 52 (27)
1993–1995 მარინოსი 75 (52)
სულ 499 (215)
ეროვნული ნაკრები
1979–1982 არგენტინა 22 (10)
სამწვრთნელო კარიერა
1995–2002 რივერ პლეიტი
2004–2005 ოქსფორდ იუნაიტედი
2007–2008 სან-ლორენსო
2008–2009 ამერიკა
2010–2011 სან-ლორენსო
2011–2012 ინდეპენდიენტე
2012–2014 რივერ პლეიტი
2014–2016 პარაგვაი
2016–2018 ალ-ჰილალი
2018 ალ-იტიჰადი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რამონ ანხელ დიასი (ესპ. Ramón Ángel Díaz; დ. 29 აგვისტო, 1959, ლა-რიოხა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ მწვრთნელად, რომელმაც მხოლოდ „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ცხრა ოფიციალური ტიტულის მოპოვება შეძლო. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელთან — მარსელო გალიარდოსთან ერთად, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, ხოლო არგენტინის ეროვნულ ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგით — ხოსე მარია მინელას შემდეგ, ანხელ ლაბრუნასთან ერთად, „რივერის“ ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად რჩება.[1][2]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 22 შეხვედრას ატარებს და 10 ბურთი გააქვს.

მისი სანაკრებო კარიერა იწყება 17 წლამდე ასაკის არგენტინის ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებიდან, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში ინაცვლებს, რომელსაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი უდგას სათავეში. 1979 წელს ამ ნაკრებთან ერთად იგი მსოფლიო ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე იმარჯვებს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ბრინჯაოს ბურთისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მფლობელი ხდება.

არგენტინა
წელი მატჩი გოლი
1979 1 1
1980 9 4
1981 4 1
1982 8 4
ჯამში 22 10

მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ დიასმა მსოფლიო ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რამონ დიასის მონაწილეობით.[4][5][6]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი არგენტინის დროშა 6 თავდამსხმელი 4 1 1 0 3 მეორე რაუნდი
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რამონ დიასის მონაწილეობით
თარიღი შეხვედრის ადგილი გუნდი პირველი ანგ. გუნდი მეორე შეჯიბრება წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 0–1 ბელგიის დროშა ბელგია მსოფლიო 1982
2 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 სალვადორის დროშა სალვადორი მსოფლიო 1982
3 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–2 იტალიის დროშა იტალია მსოფლიო 1982
4 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია მსოფლიო 1982

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ დიასი „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში. 1981

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
მეტროპოლიტანო
  • ჩემპიონი (2): 1979, 1980
ნასიონალი
  • ჩემპიონი (2): 1979, 1981
აპერტურა
  • ჩემპიონი: 1991
იტალიის დროშა ინტერი
იტალიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1988–89
საფრანგეთის დროშა მონაკო
საფრანგეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1990–91

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები
მსოფლიო ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
პრიმერა დივიზიონი
  • აპერტურა (3): 1996, 1997, 1999
  • კლაუსურა (2): 1997, 2002
  • ფინალი: 2014
  • სუპერფინალი: 2014
  • ლიბერტადორესის თასი: 1996
  • ლიბერტადორესის სუპერთასი: 1997
არგენტინის დროშა სან-ლორენსო
პრიმერა დივიზიონი
  • კლაუსურა: 2007
საუდის არაბეთის დროშა ალ-ჰილალი
საუდის არაბეთის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 2016–17
სამეფო თასი
  • თასის მფლობელი: 2017

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამონ ანხელ დიასის ბიოგრაფია. Ramón Ángel Díaz, Argentine, was born in the province of La Rioja (West of Argentina) on August 29th, 1959. Son of Nélida Molina and Ramón Bartolo Díaz. ramondiaz.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  2. რამონ ანხელ დიასის მიერ მოპოვებული ტიტულები. Ramón, the most winning coach in River Plate's history. ramondiaz.com. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  3. Luc Vandenberghe (22 ნოემბერი, 2012). Argentina National Team Players 1964–1998. The page contains Argentine players who were selected for the National team between September 1964 and the end of the World Cup 1998. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2018.
  4. Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). არგენტინის ნაკრები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე. 1930–2006. Argentine Squads in the World Cups. WORLD CUP 1982. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  5. მსოფლიო ჩემპიონატი 1982 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
  6. Ramon Diaz in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2021.