ნიკოლოზ III (პაპი)
იერსახე
ნიკოლოზ III (ლათ. Nicolaus PP. III; დ. 1210 — გ. 22 აგვისტო, 1280) — რომის პაპი 1277–1280 წლებში.
ორსინების საგვარეულოს წარმომადგენელი. განათლებული პიროვნება, კარდინალთა კოლეგიის ყველაზე გავლენიანი წევრი. მონაწილეობდა 7 პაპის არჩევაში. თავის საქმიანობაში უმთავრესად პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა. მნიშვნელოვანი თანამდებობები დაურიგა ნათესავებს და საერთოდ ცდილობდა თავისი გვარისათვის მეფური ბრწყინვალება მიეცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 433-434.
წინამორბედი: იოანე XXI |
რომის პაპი 1277 — 1280 |
შემდეგი: მარტინ IV |