შინაარსზე გადასვლა

კახაბერ ვარდანისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახაბერ ვარდანისძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს სამეფო
საქართველო
საქართველო
მეჭურჭლეთუხუცესი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
XII საუკუნის მეორე ნახევარი: დაახ. 1185 წლიდან – 1180-იანების ბოლომდე
მონარქი  თამარ მეფე
წინამორბედიყუთლუ-არსლანი
მემკვიდრეაბულასანი

ეროვნებაქართველი
საქმიანობასახელმწიფო მოხელე, მეჭურჭლეთუხუცესი

კახაბერ ვარდანისძე, კახაბერ ვარდანის ძექართველი დიდგვაროვანი, ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი, 1180-იანებში თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი.

კახაბერ ვარდანისძეს მეჭურჭლეთუხუცესობა უბოძეს ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლისა და მისი გადაყენების შემდეგ. ამ თანამდებობაზე დაჰყო 1180-იანების ბოლომდე, ხოლო შემდეგ დაინიშნა აბულასანი.

თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს „დიდსა და გუარიან კაცს“. ვარდანისძეთა წარმოჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისისნი ლიხთ-იმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნიახმალი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვარდანისძეთა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ (1177), რომელშიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, ხოლო გიორგი რუსის აჯანყებამ, რომელშიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, გამოიწვის ამ საგვარეულოთა დაქვეითება და სამეფო კარისაგან ჩამოცილება. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის II ნახევრამდე ვარდანისძეთ აღარ ჰქონდათ სამეფო კარის უწყების გამგებლობა (უხუცესობა).

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე ტ. 2, თბ., 1959;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955;
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
  • შოშიაშვილი ნ., XII-XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიე