1180-იანები
იერსახე
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XI – XII – XIII |
ათწლეული: | 1150-იანები 1160-იანები 1170-იანები
– 1180-იანები – |
წლები: | 1180 · 1181 · 1182 · 1183 · 1184 1185 · 1186 · 1187 · 1188 · 1189 |
1180-იანი (ათას ას ოთხმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1180-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1180 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1189 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1180 1181 1182 1183 1184 1185 1186 1187 1188 1189
- ჯაიავარმან VII ამარცხებს ჩამს და ხმერების სამეფოს მმართველი ხდება.
- 1 სექტემბერი : პაპი ლუციუს III ცვლის ალექსანდრე III-ს, როგორც 171-ე პაპი.
- ჩინელი და იაპონელი ასტრონომები სუპერნოვას აკვირდებიან. ის გამოჩნდა კასიოპეას თანავარსკვლავედში და 185 დღე ანათებდა.
- იოვას ერა დაიწყო იაპონიაში.
- კანუტ VI დანიის მეფედ აკურთხეს.
- პოლონეთის პარლამენტის პირველი სეიმი შეიკრიბა ლეცზიცაში.
- ფილიპ II-მ პარიზიდან ებრაელები განდევნა.
- მარონიტებმა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირი აღადგინეს.
- ლათინელების ხოცვა კონსტანტინოპოლში.
- უნგრეთის მეფე ბელა III ბელგრადს იღებს.
- ჩინგიზ ყაენი შეიპყრეს და გალიით მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაიყვანეს.
- საქართველოს სამეფო ტახტზე ადის თამარ მეფე
- სანშუ I გახდა პორტუგალიის მეფე.
- თამარის ქორწინება გიორგი რუსზე
- 25 ოქტომბერი : გრიგოლ VIII ხდება რომის პაპი
- 19 დეკემბერი : კლემენტ III ხდება რომის პაპი
- თამარის ქორწინება დავით სოსლანზე
- დაიწყო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა