ამანელისძენი
იერსახე
ამანელისძენი — XII-XIII საუკუნეების საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალები, არგვეთის ერისთავთერისთავები. პირველად თამარის დროს იხსენიებიან. მათი გვარისა იყო დავით ნარინის მეუღლე თამარი. როდესაც არგვეთის ერისთავობა ძველ მფლობელთა (ბაღვაშთა) შთამომავლებმა კახაბერისძეებმა დაიბრუნეს, ამანელისძენი დაკნინდნენ და XIII საუკუნის შემდგომ საისტორიო წყაროებში აღარ იხსენიებიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 349, თბ., 1975