შინაარსზე გადასვლა

იემენის დემოგრაფია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იემენის მოსახლეობის პირამიდა (2016)

იემენის დემოგრაფია მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.

იემენის ტომების ტერიტორიები და შიიტურ-სუნიტური ტერიტორიები. შიიტები იემენის დასავლეთ ნაწილში (მწვანე ტერიტორია) ცხოვრობენ, ხოლო სუნიტები დანარჩენ ტერიტორიებზე სახლობენ.

2021 წლის მონაცემებით, იემენის მოსახლეობა 33 მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 46% 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 2.7% ― 65 წელზე გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფს. 1950 წელს იემენის მოსახლეობა 4.3 მილიონ ადამიანს უტოლდებოდა,[1][2] ხოლო პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მოსახლეობა 60 მილიონს მიაღწევს.[3]

იემენელთა უმრავლესობას არაბები შეადგენენ.[4] დიდი ნაწილი ტომებად ცხობრობს.[5] ჩრდილოეთში, ქვეყნის მთიან ნაწილში, ზაიდიტების დაახლოებით 400-მდე ტომია.[6] ურბანულ ტერიტორიებზე, მაგალითა, ალ-ახდამში, დღემდე შემორჩენილია მემკვიდრეობითი კასტური ჯგუფებიც.[7]

იემენის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არაბები ჭარბობენ. სომალის ნახევარკუნძულიდან, სამხრეთ აზიიდან და ევროპიდან ჩამოსული ადამიანები უმცირესობას შეადგენენ. წარსულში იემენი ებრაული დიასპორის სამკვიდროსაც წარმოადგენდა.[8]

ემენის ოფიციალური ენაა არაბული ენა. ოფიციალურ და ბიზნეს წრეებში აქტიურად გამოიყენება ინგლისური ენა.[9] მაჰრის ტერიტორიაზე (უკიდურესი აღმოსავლეთი) რამდენიმე არაარაბულ ენაზე (მათ შორის, მეჰრიზე) საუბრობენ.[10] ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას უმცირესობის წარმომადგენელთა ნაწილი სხვაგან გადასახლდა.[10]

რელიგია იემენში (2010)[11]
რელიგიები პროცენტი
ისლამი
  
99.1%
სხვა (მოიცავს ებრაელებს, ბაჰაისტებსა და ქრისტიანებსაც)
  
0.9%

იემენის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისლამის ორ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. მოსახლეობის 55% სუნიტია, ხოლო 44.5% ― შიიტი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, შიიტების წილი 40%-ს უტოლდება.[9][12][13] სუნიტები მეტწილად შაფის სკოლის მიმდევრები არიან. საკმაოდ დიდი რაოდენობით მიმდევარი ჰყავს ალიქისა და ჰანბალის სკოლებსაც. შიიტები მეტწილად ზაიდიტები არიან. მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენენ თორმეტი იმამისა[14][15] და ისმაილიზმის მიმდევრები.[14]

ზაიდიტები ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლობენ, ხოლო შაფის სკოლის მიმდევრები იემენის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.[10] იემენში მცირე რაოდენობით ქრისტიანები და ებრაელები ცხოვრობენ.[9]

იემენის კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას. კონსტიტუციის თანახმად, იემენის სახელმწიფო რელიგია ისლამია და კანონმდებლობის წყარო შარიათია. მუსლიმებსაც და სხვა რელიგიების მიმდევრებსაც საკუთარი რწმენის შესაბამისად ღვთისმსახურების უფლება აქვთ, მაგრამ მთავრობა კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე გადასვლას ან რელიგიის შეცვლაზე სხვა ადამიანების დაყოლიებას (პროსელიტიზმი).

მსოფლიო ბანკის 2005 წლის მონაცემების მიხედვით, მამრობითი სქესის ზრდასრული მოსახლეობის 73%-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო მდედრობითი სქესის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს. 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის საშუალო მაჩვენებელი 54%-ს უტოლდება. შედარებისთვის, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, ზრდასრულ მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნის დონე 62%-ს უტოლდება.[9]

2006 წელს სასკოლო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 75% ირიცხებოდა დაწყებით სკოლებში. მდედრობითი სქესის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო და 65%-ს შეადგენდა. ამავე წლის მონაცემებით, საშუალო სკოლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 37% ირიცხებოდა შესაბამის საფეხურზე, ხოლო ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 26%-ს უდრიდა.[9]

2006 წელს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, იემენი 150-ე ადგილზე იყო 177 სახელმწიფოს შორის, ხოლო გენდერული განვითარების ინდექსის მიხედვით, 121-ე ადგილზე 140 ქვეყანას შორის.[16]

იემენის დიასპორა მეტწილად გაერთიანებულ სამეფოშია კონცენტრირებული, სადაც 70 000-80 000 იემენელი ცხოვრობს. 20 000-ზე მეტი იემენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ხოლო 2 812 იემენელი ― იტალიაში. იემენელები ასევე ცხოვრობენ საუდის არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, ბრუნეისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იემენური წარმოშობის მქონე ადამიანების მცირე ნაწილი დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობს. 350 000 იემენელი ებრაელი ისრაელში ცხოვრობს.

  1. The General Census of Population 2004. Sabanews (29 December 2004). ციტირების თარიღი: 13 December 2013
  2. „The population explosion on Europe's doorstep“. Times (London). London. 18 May 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 22 February 2013.(ფასიანი რეგისტრაცია)
  3. Yemen: Government planning to curb population growth. IRIN Middle East (14 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 22 February 2013 (for Arabic, read it here: [1].)
  4. Yemen. Central Intelligence Agency. CIA World Factbook (6 December 2013).
  5. Flamand, Annasofie; Macleod, Hugh (5 December 2009). „The children of Yemen's tribal war“. The Herald Scotland. Glasgow. ციტირების თარიღი: 22 February 2013.
  6. Pike, John. (5 July 2011) Zaydi Islam. Globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 22 February 2013 (Requires 3rd-party cookies)
  7. Lehmann, Hermann (1954). „Distribution of the sickle cell trait“. Eugenics Review. 46 (2): 101–121. PMC 2973326. PMID 21260667.
  8. The World Factbook - Yemen
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Country profile: Yemen. Library of Congress Federal Research Division (August 2008).
  10. 10.0 10.1 10.2 Background note: Yemen. US Department of State (December 2007).
  11. Middle East :: YEMEN. CIA The World Factbook (26 April 2023).
  12. Merrick, Jane; Sengupta, Kim (20 September 2009). „Yemen: The land with more guns than people“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 21 March 2010.
  13. Sharma, Hriday. (30 June 2011) The Arab Spring: The Initiating Event for a New Arab World Order. ციტატა: „"In Yemen, Zaidists, a Shiite offshoot, constitute 30% of the total population"“
  14. 14.0 14.1 Yemen: The conflict in Saada Governorate – analysis. UN High Commissioner for Refugees (24 July 2008). ციტირების თარიღი: 2 January 2014
  15. Al-Zaidi, Hassan (22 October 2007). „The Twelve-Imam Shiite Sect“. Yemen Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2007.
  16. World Bank 2008."Secondary Education Development And Girls Access Project." Project Appraisal Document.pp1. The World Bank, Washington, DC (2008).