უზბეკეთის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზბეკეთის დემოგრაფია 1950-2008 წლებში.

უზბეკეთის დემოგრაფიაუზბეკეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლები. სტატია მოიცავს ისეთ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის ზრდა, სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები. უზბეკეთის მოსახლეობის უმეტესობა საკუთარ თავს უწოდებს უზბეკს.

დემოგრაფიული ტენდენციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედზე მეტი14 წელზე ნაკლები ასაკისაა.

უზბეკეთი ცენტრალური აზიის ყველაზე მეტად დასახლებული ქვეყანაა. 2011 წლის მონაცემებით მისი მოსახლება 28,1 მილიონს შეასდგენს,[1] რაც მთლიანი რეგიონის თითქმის ნახევრის ტოლია.

უზბეკეთის მოსახლეობის 34.1% 14 წელზე ნაკლები ასაკისაა. ოფიციალური მონაცემებით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს უზბეკები შეადგენენ. 1996 წლის მონაცემებით[1] სხვა ეთნიკურ უმცირესობებს შეადგენენ: რუსები (5.5%), ტაჯიკები (5%), ყაზახები (3%), ყარაყალპაყები (2,5%) და თათრები (1,5%). ტაჯიკების ზუს რაოდენობაზე არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რადგან ეთნიკური ტაჯიკების ნაწილი აღწერის დროს სხვა და სხვა მიზეზების გამო ყაზახად რეგისტრირდებოდა.[2] ზოგიერთ დასავლელი მკვლევარი ქვეყანაში ტაჯიკების რაოდენობას 20%-ის[3] ან სულაც 25-30%-ის[4] ფარგლებში მიიჩნევს.

უზბეკეთში ცხოვრობენ ეთნიკური კორეელები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში (1937-1938 წლებში) შორეული აღმოსავლეთიდან იძულებით გადმოასახლეს. უზბეკეთში ასევე არის სომხების მცირე ჯგუფიც, ძირითადად ტაშკენტსა და სამარყანდში. მოსახლეობის 88% მუსლიმანია, ძირითადად სუნიტები და ასევე შიიტური (5%) უმცირესობა. მოსახლეობის 9% აღიარებს მართლმადიდებლობას და სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს, ხოლო 3% სხვა და სხვა რელიგიებს (ბუდიზმი, ბაჰაიზმი და სხვა).[5] ბუხარელი ებრაელები დაახლოებით 1000 წელია რაც ცენტრტალურ აზიაში (ძირითადად უზბეკეში) ცხოვრობენ. 1989 წელს უზბეკეთში 94,900 ებრაელი ცხოვრობდა (რაც მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ს შეადგენდა).[6] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ისრაელში გადასახლდა. 2007 წლის მონაცემებით უზბეკეთში 5000-ზე ნაკლები ებრაელი ცხოვრობს.[7]

როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა მოსახლეობის უმეტესობა ჩართული იყო ბამბის კოლექტიურ სოფლის მეურნეობაში. მოსახლეობის უმეტესობა დღესაც სოფლად ცხოვრობს და მისდევს მცირე სოფლის მეურნეობას. 1990 წლის შემდეგ უზბეკეთის სოფლის მეურნეობა კოლექტიური მეურნეობის სისტემიდან ინდივიდუალურ მეურნეობებზე გადავიდა.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენები უზბეკეთში
Languages percent
უზბეკური
  
74.3%
რუსული
  
14.2%
სხვა
  
7.1%
ტაჯიკური
  
4.4%

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით უზბეკეთში შემდეგი ენებია გავრცელებული: უზბეკური 74.3%, რუსული, ტაჯიკური 4.4% და სხვა 7,1%. 1990-იანების შუა რიცხვებში ლათიურმა დამწერლობამ ჩაანაცვლა კირილიცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უზბეკური გახდა ქვეყნის ოფიციალური ენა. 1995 წელს მთავრობამ მიიღო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რომელიც მოსახლეობას ავალდებულებდა უზბეკური ენის გამოყენებას საზოგადოებრივ სფეროებში და სამსახურებში, მიუხედავად ამისა რუსული რჩება დე-ფაქტო სახელმწიფო ენად განსაკუთრებით სამეცნიერო, ბიზნეს და ინტერ-ეთნიკურ წრეებში.[8]

კვლევების მიხედვით სპარსულად მოსაუბრე ტაჯიკების რაოდენობა ქვეყანაში შეიძლება შეადგენდეს 25-30%-ს.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Uzbekistan in CIA World Factbook დაარქივებული 2016-07-09 საიტზე Wayback Machine.
  2. Uzbekistan. Country Reports on Human Rights Practices - 1999. U.S. Department of State, Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (2000-02-23). ციტირების თარიღი: 2007-12-19.
  3. Svante E. Cornell (2000), "Uzbekistan: A Regional Player in Eurasian Geopolitics?", European Security 9 (2): 115–140, http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/09662830008407454
  4. Richard Foltz, "The Tajiks of Uzbekistan", Central Asian Survey, 15(2), 213-216 (1996).
  5. International Religious Freedom Report for 2004, U.S. Department of State, Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (released 2004-09-15)
  6. World Jewish Population 2001 დაარქივებული 2013-12-06 საიტზე Wayback Machine. , American Jewish Yearbook, vol. 101 (2001), p. 561.
  7. World Jewish Population 2007 დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine. , American Jewish Yearbook, vol. 107 (2007), p. 592.
  8. Radnitz 2006, p. 658
  9. Richard Foltz, "The Tajiks of Uzbekistan", Central Asian Survey, 213-216 (1996).