ზაიდიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაიდიტები — რელიგიური მიმდინარეობა ისლამში. ზაიდიტების სახელი უკავშირდება შიიტთა მეხუთე იმამის მუჰამად ალ ბაკირის ძმას, ზაიდს. 739 წელს ამ უკანასკნელმა დაიწყო შეიარაღებული აჯანყება უმაიანთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა ამ ბრძოლაში და მოკლეს. მისი სიკვდილის შემდგომ მისმა მომხდრეებმა შექმნეს რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც მიზნად ისახავდა თეოკრატიული სახელმწიფობას დაფუძნებას ალის მემკვიდრეთა მეთაურობით.

ზაიდიტების თქმით ალი, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით მოციქულის ჭეშმარიტი მემკვიდრეა. ზაიდიზმი შიიზმის ყველაზრ ზომიერ ფრთად ითვლება. საერთოდ რელიგიური თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ შემწყნარებლები იყვნენ სუნიტთა მიმართ, ისინი საერთოდ არ წყევლიდნენ პირველ ორ ხალიფას აბუ ბაქრსა და უმარს, თუმცა უსმანის მიმართ კი მათი აზრი იყოფა. ისინი უარყოფდნენ შიიტთა მიერ აღიარებულ დროებითი ქორწინების ინსტიტუტს. ასევე დასაშვებად მიიჩნევენ მუსლიმურ ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე იმამის არსებობასაც. მათ რელიგიურ წარმოდგენებზე, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მუთაზილიტთა რაციონალიზმაც.

ამ მიმდინარეობიდან რამდენიმე თემი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ჯარუდიტები და ბუტრიტები. მათ პოლიტიკურ საქმიანობას მართალი, რომ ვთქვათ საერთოდ არ ჩაუვლია უკვალოდ. შრიწმნა რამდენიმე სახელმწიფო: იდრისიანების - ჩრდილოეთ აფრიკაში (789-926), ასევე ტაბარისტანსა.

ღვთისმეტყველების საკითხებში, ზაიდიები ახლოს არიან მუტათილის სკოლასთან, თუმცა ისინი ზუსტად მუტაზილიტები არ არიან. ორივე სკოლას შორის რამდენიმე საკითხია, განსაკუთრებით კი იმამიტის ზაიდის მოძღვრება, რომელიც უარყოფილია მუათაზიელების მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ ზაიდებს უჭირთ პასიურად დარჩენა უსამართლო სამყაროში, სწორედ თანამედროვე გავლენიანი ზაიდი ლიდერის, ჰუსეინ ბადრედდინ ალ-ჰუთის სიტყვებით, რომ "ზაიდი ვერ დაჯდება მის სახლში".

2004 წლიდან, იემენში, ზაიდის მებრძოლები აჯანყებას ეწევიან ქვეყანაში სუნიტური უმრავლესობის ჯგუფების კუთვნილ ფრაქციების წინააღმდეგ. ჰუტები, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, ირწმუნებოდნენ, რომ მათი ქმედებები მათი საზოგადოების დაცვა მთავრობისა და დისკრიმინაციისგან ხდება, თუმცა იემენის მთავრობა, თავის მხრივ, მათ ადანაშაულებდა, რომ სურდათ მისი ჩამოგდება და რელიგიური კანონის დაწესება.

ზაიდის სასულიერო ლიტერატურა აქცენტს აკეთებს სამართლიანობასა და ადამიანის პასუხისმგებლობაზე და მის პოლიტიკურ გავლენას, ანუ მუსლიმებს აქვთ რელიგიური ეთიკური და სამართლებრივი ვალდებულება აღდგეს და დააკავონ უსამართლო ლიდერები, მათ შორის უსამართლო სულთნები და ხალიფები.

აღსანიშნავია, რომ ზაიდები 2014 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში მუსლიმი მოსახლეობის დაახლოებით 0,5% -ს შეადგენენ.

ამჟამად ზაიდიტები ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთ იემენში, სადაც ისინი შეადგენენ მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს. ზაიდიტების ცნობილი თემებია აგრეთვე სამხრეთ იემენში, საუდის არაბეთში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]