საქართველოს დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57.4% ქალაქში ცხოვრობს [1]

მოსახლეობის რიცხოვნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა 1989-2005 წლებში

საქართველოს მოსახლეობის მოძრაობა 1989-2005 წლებში.

შობადობის მოძრაობა საქართველოში 1980-2003 წლებში

საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა 2000-2005 წლებში

1990 მოსახლეობა 5.424.400, ახალშობილები 92 815, გარდაიცვლილები 50.721, ბუნებრივი მატება 42.094.
1995 მოსახლეობა 5.061.700, ახალშობილები 56.341, გარდაიცვლილები 49.073, ბუნებრივი მატება 7.268.
2003 მოსახლეობა 4.315.200, ახალშობილები 46.194, გარდაიცვლილები 46.055, ბუნებრივი მატება 139.

სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები

საქართველოს მთლიანი ნაციონალური პროდუქტი 1992-2003 წლებში

საქართველოში ძალზე მცირეა აგრეთვე ერთ სულზე მთლიანი ნაციონალური პროდუქტიც (ცხრილში - ადგილი მსოფლიოში და ოდენობა აშშ დოლარებში, მსოფლიო ბანკის მონაცემები):

67 ესტონეთი 7,010
73 ლიტვა 5,740
74 ლატვია 5,460
95 რუსეთის ფედერაცია 3,410
113 ყაზახეთი 2,260
118 ბელარუსი 2,120
129 თურქმენეთი 1,340
133 უკრაინა 1,260
138 ინდონეზია 1,140
139 სომხეთი 1,120
141 საქართველო 1,040
142 ანგოლა 1,030
145 შრი ლანკა 1,010
149 აზერბაიჯანი 950
157 მოლდავეთი 710
164 ვიეტნამი 550
171 უზბეკეთი 460
177 ყირგიზეთი 400
191 ტაჯიკეთი 280

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების შორის (გარდა ევროგაერთიანების წევრებისა) საქართველო ხარისხობრივად ჩამორჩება თუნდაც ბელორუსიას (2-ჯერ), და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციას (3,5-ჯერ) - რაც განსაკუთრებით რუსეთს საქართველოდან მუშაძალის მიზიდვაში დიდად უწყობს ხელს.

საქართველოს მოსახლეობის მოძრაობის პროგნოზები 2050 წლამდე

ჯი-ეიჩ-ენ-ის მონაცემებით (2006 წლის 20 მარტი) გაეროს ექსპერტთა 20-წლიანი პროგნოზი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. გაეროს სპეციალისთა გათვლები, რომლებსაც საქართველო 2 ათეული წლის განმავლობაში უნდა დაყრდნობოდა, უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა, რომელთაგან ყველაზე პესიმისტურიც კი (ზემოთა სურათზე Low variant) იმაზე უკეთეს ვითარებას გვპირდებოდა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ სფეროშია შექმნილი.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.

გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა წელსვე 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირდა. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.

სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასრტოფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება - არამედ სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას - რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია.

ქალაქის მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1979-2002 წლებში

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მოძრაობა 1979-2002 წლებში

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 2002 წელს 1989 წელთან შედარებით

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემდაგენლობა 1865-2002 წლებში

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1865-2002 წლებში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]