ბანგლადეშის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანგლადეშის მოსახლეობის პირამია

ბანგლადეში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ბანგლადეშში მსოფლიოს მოსახლეობის 2.2% ცხოვრობს. 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს.[1]

1947 წლამდე ბანგლადეში აღმოსავლეთ ბენგალის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 1947-1971 წლებში აღმოსავლეთი პაკისტანი ერქვა. ქვეყანა ეთნიკურად ერთგვაროვანია და მისი სახელწოდება ბენგალელთა ეთნოლინგვისტური ჯგუფიდან მომდინარეობს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს. ჩიტაგონგის მთიან რაიონში, სილჰეტის, მაიმანსინგჰის, ბარისალისა და ჩრდილოეთ ბენგალის რეგიონებში სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რეგიონის მასშტაბით ბენგალურის სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებენ. ჩიტაგონგსა და სილჰეტში მოსაუბრეთა დიალექტი საკმაოდ განსხვავებულაი. ბანგლადეშის მოსახლეობის 91.04% მუსლიმია. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ინდუისტები წარმოადგენენ (7.95%). მოსახლეობის 0.61% ბუდისტა, 0.3% ― ქრისტიანია, ხოლო 0.12%-ს სხვა აღმსარებლობის მიმდევრები შეადგენენ.[2]

ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2/3-ით შემცირდა. ამჟამად ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2-ის ტოლია. შობადობის აღნიშნული დონის შენარჩუნების შემთხვევაში მიგრაციის გარეშე ბანგლადეშის მოსახლეობა იმ დონეს მიაღწევს, როცა რაოდენობა არც მოიმატებს და არც დაიკლებს.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის მოსახლეობის რაოდენობა 1900–2010 წლებში
წერა-კითხვის ცოდნის დონე ბანგლადეშის რაიონების მიხედვით

2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს და მსოფლიოში მერვე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

მოსალხეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2011 წლის აღწერის მიხედვით:[4][5]

ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
Total 72 109 796 71 933 901 144 043 697 100
0–4 7 638 523 7 423 447 15 061 970 10.46
5–9 9 322 514 8 850 715 18 173 229 12.62
10–14 8 614 889 8 031 726 16 646 615 11.56
15–19 6 509 492 6 352 398 12 861 890 8.93
20–24 5 777 370 7 522 419 13 299 789 9.23
25–29 6 225 252 7 254 256 13 479 508 9.36
30–34 5 079 106 5 420 659 10 499 765 7.29
35–39 4 697 349 4 859 079 9 556 428 6.63
40–44 4 280 923 3 980 739 8 261 662 5.74
45–49 3 363 273 3 016 800 6 380 073 4.43
50–54 2 952 596 2 599 675 5 552 271 3.85
55–59 1 923 534 1 577 463 3 500 997 2.43
60–64 2 081 306 1 852 708 3 934 014 2.73
65–69 1 149 569 963 921 2 113 490 1.47
70–74 1 206 398 1 025 314 2 231 712 1.55
75–79 488 338 386 389 874 727 0.61
80–84 443 239 436 840 880 079 0.61
85–89 138 268 124 343 262 611 0.18
90–94 116 916 133 273 250 189 0.17
95+ 100 941 121 737 222 678 0.15
ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
0–14 25 575 926 24 305 888 49 881 814 34.63
15–64 42 890 201 44 436 196 87 326 397 60.62
65+ 3 643 669 3 191 817 6 835 486 4.75

მოსახლეობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფები 2020 წლის აღწერის მიხედვით.[6]

ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
Total 84 190 000 84 030 000 168 220 000 100
0–4 7 346 088 6 996 434 14 342 522 8.53
5–9 8 022 971 7 842 987 15 865 960 9.43
10–14 9 166 213 9 090 200 18 256 413 10.85
15–19 9 207 539 7 492 192 16 699 748 9.93
20–24 7 120 179 7 641 841 14 762 014 8.78
25–29 6 257 653 7 529 994 13 787 635 8.20
30–34 6 282 765 7 298 515 13 581 269 8.07
35–39 5 930 405 6 447 487 12 377 887 7.36
40–44 5 331 105 5 374 319 10 705 423 6.36
45–49 4 700 677 4 325 242 9 025 922 5.37
50–54 4 075 419 4 092 363 8 167 782 4.86
55–59 3 266 073 3 204 705 6 470 780 3.85
60–64 2 672 121 2 306 585 4 978 709 2.96
65–69 2 014 242 1 800 893 3 815 137 2.27
70–74 1 323 054 1 152 981 2 476 037 1.47
75–79 771 118 654 924 1 426 043 0.85
80–84 377 491 380 028 757 519 0.45
85–89 178 719 203 278 381 996 0.23
90–94 82 178 103 285 185 463 0.11
95+ 63 988 91 745 155 734 0.09
ასაკობრივი ჯგუფი კაცი ქალი ჯამი %
0–14 24 535 272 23 929 621 48 464 893 28.81
15–64 54 843 936 55 713 243 110 557 179 65.72
65+ 4 810 792 4 387 136 9 197 928 5.47

სხვა წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულ ცხრილში სხვადასხვა წყაროს მიერ განსაზღვრული რაოდენობებია მოცემული:

წყარო წელი მოსახლეობა (მლნ)
US State Dept[7] 2005 144
Population Reference Bureau[8] 2020 170
World Bank[9] 2020 165
CIA World FactBook[10] 2021 164
World Population Reference[11] 2010 164

მსოფლიოს ბანკის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახლეობა 1990 წლიდან 2008 წლამდე 44 მილიონით გაიზარდა, რაც 38%-იანი ზრდის მაჩვენებელია. შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 34%-ს, ხოლო პაკისტანისთვის 54%-ს უდრიდა. 2007-2008 წლებში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.4%-ს უდრიდა (შედარებისთვის, ინდოეთისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 1.35% იყო, პაკისტანისთვის ― 2.2%, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ― 2.9%, ტანზანიისთვის ― 2.9%, სირიისთვის ― 3.5%, იემენისთვის ― 4%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990-2008 წლებში მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 27%-ს უდრიდა.[12]

მოსახლეობის ზრდის ტემპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-1970-იან წლებში ბანგლადეში მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. შემდეგში ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი ნელ-ნელა შემცირდა. სამი ათწლეულის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 7-დან 0.74-მდე შემცირდა.[13]

გენდერული თანაფარდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაკობრივი ჯგუფი თანაფარდობა (კაცი/ქალი) (მიახლ, 2015)[14]
დაბადებისას 1.04
0–14 1.03
15–24 0.89
25–54 0.90
55–64 1.01
65 და მეტი 0.97
ჯამი 0.95

მოსახლეობის სიმჭიდროვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახელობა 164 689 383 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ფართობი 130 170 კმ²-ია. დიდ ქვეყნებს შორის ბანგლადეშს მოსახლეობის სიმჭიდროვის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.[15]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობის განვითარება ბანგლადეშში

2018 წლის მონაცემებით ბანგლადეშში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია: მამაკაცებისთვის 71.1 წელი, ხოლო ქალებისთვის 74.4 წელი.[16]

პერიოდი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა
წელი
პერიოდი სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა
წელი
1950–1955 40.7 1985–1990 57.0
1955–1960 44.2 1990–1995 60.0
1960–1965 47.2 1995–2000 63.7
1965–1970 49.3 2000–2005 66.7
1970–1975 46.3 2005–2010 69.1
1975–1980 52.2 2010–2015 71.2
1980–1985 54.3

წყარო:UN World Population Prospects[17]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 98%) ბენგალელთა ეთნოლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნული ჯგუფი მეზობელი ინდოეთის დასავეთ ბენგალის პროვინციაშიც ცხოვრობს. ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან: მანიპურები, ტრიპურას, მარმას, ხასის ეთნოსის წარმომადგენლები და სხვ.

ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ ბიჰარები, რომლებიც ურდუზე მოსაუბრე, არაბენგალელი ხალხია. ისინი ბიჰარის შტატიდან და ინდოეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის დაყოფის შემდეგ ემიგრირდნენ. ისინი დაკისა და რანგპურის ირგვლივ არიან კონცენტრირებული და მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს უდრის.[18][19] ბიჰარელებმა ბანგლადეშის მოქალაქეობა და ხმის მიცემის უფლება 2008 წელს მიიღეს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის ენები (2011)[20]
ბენგალური
  
98%
სხვა
  
2%

ბანგლადეშის ოფიციალურ ენა ბენგალურია. სხვა ენებს შორის აღსანიშნავია ბენგალურის დიალექტები: ჩიტაგონგური, სილჰეტი, ჩაკმა, როჰინგია, ტანანგია და რანგპური.[21] ბანგლადეშში ასევე საუბროობენ ინდოარიულ ენებზეც: ასამურ ენაზე, ბიშნუპრია-მანიპურიზე და ბიჰარულ ენებზე. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ტიბერო-ბირმულ ენებზეც.[21]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის მთავარი რელიგიური ჯგუფები (1951–2022)
რელიგიური
ჯგუფი
მოსახლეობა
% 1951.[22]
მოსახლეობა
% 1961[22]
მოსახლეობა
% 1974[22]
მოსახლეობა
% 1981[22]
მოსახლეობა
% 1991[22]
მოსახლეობა
% 2001[23]
Population
% 2011[24]
Population

% 2022[25]

ისლამი 76 % 80.4 % 85.4 % 86.6 % 88.3 % 89.7% 90.4% 91.1%
ინდუიზმი 22 % 18.5% 13.5% 12.1 % 10.5 % 9.2% 8.5% 7.9%
ბუდიზმი 0.7 % 0.7 % 0.6 % 0.6 % 0.6 % 0.7 % 0.6% 0.6%
ქრისტიანობა 0.3 % 0.3 % 0.2 % 0.3 % 0.3 % 0.3% 0.4% 0.3%
სხვა რელიგიები/არარელიგიური 0.1 % 0.1 % 0.2 % 0.3 % 0.3 % 0.1% 0.1% 0.1%
ბანგლადეშის რელიგიური მრავალფეროვნება 2022 წლის მიხედვით[26][27][28]
რელიგია მოსახლეობა
მუსლიმები () 150,360,404
ინდუისტები () 13,130,109
ბუდისტები () 1,007,467
ქრისტიანები () 495,475
სხვა 198,190
ჯამი 165,158,616

2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის მოსახლეობა 165 158 616 ადამიანს შეადგენს.[29]

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის სახელმწიფო რელიგია ისლამია.[30][31] 2022 წლის აღწერის მიხედვით ბანგლადეშის 150 მილიონი ადამიანი მუსლიმია, რაც მოსახლეობის 91.04%-ს შეადგენს.[32] ბანგლადეშელთა უმრავლესობა სუნიტია და ფიყჰის ჰანაფის სკოლის მიმდევარია. რელიგია ბანგლადეშელთა იდენტობის ნაწილია. მართალია ბანგლადეშში მუსლიმი მოსახლეობა ჭარბობს, მაგრამ იგი დე-ფაქტო სეკულარული სახელმწიფოა.[33] გარდა სუნიტებისა, ბანგლადეშში ისლამის სხვა მიმდევრებს მიეკუთვნებიან: შიიტები, ყურანისტები, აჰმადიები, მაჰდავიები და სხვ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Population Prospects. United Nations. ციტირების თარიღი: 15 July 2017
  2. Census 2022: Bangladesh population now 165 million (27 July 2022).
  3. Najma Rizvi (16 June 2018). „Healthy Change“. Dandc.eu. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
  4. Vital Statistics.
  5. Bangladesh : Demographic and Health Survey 2014. ციტირების თარიღი: 22 June 2019
  6. Demographic Yearbook – 2020. United Nations Statistics Division. ციტირების თარიღი: 2022-05-18
  7. Background Note: Bangladesh. U.S. Department of State (August 2005).
  8. Country Profiles: Bangladesh. Population Reference Bureau. ციტირების თარიღი: 30 September 2021
  9. World Development Indicators. World Bank. ციტირების თარიღი: 30 September 2021
  10. CIA World Factbook 2021. CIA (20 July 2022).
  11. World Population Highlights: Key Findings From PRB's 2010 World Population Data Sheet. World Population Reference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 29 August 2010
  12. CO2 Emissions from Fuel Combustion დაარქივებული 2009-10-12 საიტზე Wayback Machine. Population 1971–2008 (pdf დაარქივებული 6 January 2012 საიტზე Wayback Machine. pages 83–85) IEA (OECD/ World Bank) original population ref e.g. in IEA Key World Energy Statistics 2010 page 57
  13. World Population Prostpects 2019. ციტირების თარიღი: 30 October 2011
  14. The World Factbook: Bangladesh: People and Society. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 17 September 2016
  15. Bangladesh Population 2020 (Live). ციტირების თარიღი: 1 July 2020
  16. „Bangladeshis' life expectancy now 71.6 years“. The Daily Star. BSS. 26 April 2017. ციტირების თარიღი: 26 April 2017.
  17. World Population Prospects. United Nations. ციტირების თარიღი: 15 July 2017
  18. Socio-economic Problems of the Urdu Speaking Residents at Mohammadpur. Democracy Watch. ციტირების თარიღი: 12 April 2011
  19. Persoob, Tasmia. The Forgotten Community: Camp Based Urdu Speaking People in Bangladesh. Jahangirnagar University. ციტირების თარიღი: 12 April 2011
  20. South Asia ::Bangladesh. CIA The World Factbook (20 July 2022).
  21. 21.0 21.1 Bangladesh. ციტირების თარიღი: 23 June 2019
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Bangladesh- Population census 1991: Religious Composition 1901–1991 (2 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი 2022.
  23. Bangladesh: at a glance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 13 April 2016
  24. Population & Housing Census 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 13 April 2016
  25. Census 2022: Bangladesh population now 165 million en (2022-07-27). ციტირების თარიღი: 2022-08-04
  26. Census 2022: Bangladesh population now 165 million (27 July 2022).
  27. Bangladesh Bureau of Statistics. (2011)Population & Housing Census. Bangladesh Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტატა: „"Population By Religion (%) Muslim 90.39 Hindu 8.54 Buddhist 0.60 Christian 0.37 Others 0.14"“ ციტირების თარიღი: 17 April 2015
  28. Data Archived 4 September 2011 at the Wayback Machine. Census – Bangladesh Bureau of Statistics
  29. Census 2022: Bangladesh population now 165 million (27 July 2022).
  30. Bergman, David. (28 Mar 2016) Bangladesh court upholds Islam as religion of the state. Al Jazeera.
  31. Bangladesh dismisses case to drop Islam as state religion. Reuters (28 March 2016).
  32. Census 2022: Number of Muslims increased in country (27 July 2022). ციტირების თარიღი: 9 October 2022
  33. Statistics Bangladesh 2006. Bangladesh Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 2008-10-01