ინდონეზიის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდონეზიის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

2020 წლის აღწერის მიხედვით ინდონეზიის მოსახლეობა 270.2 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 237.64 მილიონ ადამიანს უდრიდა.[1][2] ინდონეზიის მოსახლეობის დაახლოებით 55% იავაზე ცხოვრობს, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით კუნძულებს შორის პირველ ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ 1967 წლიდან ინდონეზიაში ოჯახის დაგეგმვის ეფექტური პროგრამა ხორციელდება,[3] ქვეყნის მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2010-იან წლებში საშუალოდ 1.1%-ს აღემატებოდა და ათწლეულში თითქმის 13%-ით გაიზარდა. მოსახლეობის ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ინდონეზიის მოსახლეობის აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბოს.[4]

დასავლურ სახელმწიფოებთან შედარებით ინდონეზიას უფრო ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს, თუმცა შობადობის დონის შემცირებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის შედეგად მოსახლეობა უფრო ბერდება. 2017 წელს ინდონეზიის მოსახლეობის მედიანური ასაკი 30.2 წელი იყო.[5] ინდონეზია მრავალ ეთნიკურ, კულტურულ და ლინგვისტურ ჯგუფს მოიცავს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდონეზიური ენა ოფიციალური ენაა და საკომუნიკაციოდ, განათლების სფეროში, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებში გამოიყენება. ბევრი ინდონეზიელისთვის პირველი ენა ადგილობრივი ეთნიკური ენაა.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფი %
იაველები
  
42.65%
სუნდები
  
15.41%
მალაიები
  
3.45%
მანდურები
  
3.37%
ბათაკები
  
3.02%
მინანგკაბაუები
  
2.72%
ბეტავები
  
2.51%
ბუგისები
  
2.49%
ბატანესები
  
2.05%
ბანხარები
  
1.74%
აჩეჰები
  
1.66%
ბალიელები
  
1.51%
ჩინელი ინდონეზიელები
  
1.20
მაკასარები
  
0.99%

ინდონეზიაში 1340 ეთნიკური ჯგუფია აღიარებული, რომელთა უმრავლესობას ავსტრონეზიელი ხალხები შეადგენენ.[6][7] მოსახლეობის 95% ადგილობრივი ინდონეზიური წარმომავლობისაა.

ეთნიკური კლასიფიკაციის მიხედვით უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს იაველები წარმოადგენენ. ისინი ინდონეზიის მოსახლეობის 40%-ს შეადგენენ და მეტწილად კუნძულ იავაზე არიან კონცენტრირებულები, განსაკუთრებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში. შემდეგი უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს სუნდები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად იავის დასავლეთ ნაწილსა და სუმატრის სამხრეთ ბოლოში ცხოვრობენ. სუნდის სრუტეს სახელი სწორედ მათ საპატივცემულოდ ეწოდა. დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებს მალაიები, ბატაკები, მადურები, ბეტავები, მინანგკაბაუები და ბუგისები წარმოადგენენ.

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზია სეკულარული სახელმწიფოა და ქვეყანაში მრავალი რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ. ინდონეზია მსოფლიოში უდიდესი მუსლიმური სახელმწიფოა. 2018 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 86.7% ისლამის მიმდევარია. მოსახლეობის 10.72% ქრისტიანობის მიმდევარია (მათგან 70% პროტესტანტია), 1.75% ინდუისტია, 0.77% ბუდისტი, ხოლო 0.07% სხვა რელიგიების მიმდევარია. ინდონეზიელი ინდუისტების დიდი ნაწილი ბალიელია,[8] ხოლო ბუდისტების დიდი ნაწილი ჩინელია. ინდონეზიაში ათეისტების მიმართ ოფიციალური დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება. აჩეჰის პროვინციაში შარიათის კანონები მოქმედებს და რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა ხორციელდება.[9]

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიაში ისლამის ისტორია კომპლექსურია და ინდონეზიური კულტურების მრავალფეროვნებას ირეკლავს. არაბი მუსლიმი ვაჭრები ინდონეზიის არქიპელაგზე ადრეული VIII საუკუნიდან ჩადიოდნენ..[10] ინდონეზიაში მუსლიმი თემის შესახებ პირველი ცნობები მარკო პოლოს ჩანაწერებშია მოცემული, რომლებიც 1297 წლით თარიღდება.[11] XV-XVI საუკუნეებში ისლამის გავრცელებას სუმატრასა და იავაზე მალიქ იბრაჰიმის, ხოლო ჩრდილოეთ იავაზე ჯენ ხეს მისიონერულმა მოღვაწეობამ შეუწყო ხელი, ისევე, როგორც სულთნების კამპანიებმა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ და სამხრეთ სუამტრაზე, დასვლეთ და ცენტრალურ იავასა და სამხრეთ კალიმანტანზე ოთხი სასულთნო შეიქმნა, რომლებმაც ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს და როგორც ერთმანეთის, ისე ინდუისტური და არამუსლიმი ხალხების წინააღმდეგ ომები გააჩაღეს.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის მთავარი ეთნოლინგვისტური ჯგუფები

ინდონეზიის ოფიციალური ენა ინდონეზიური ენაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის მშობლიური ენა ადგილობრივი ენებია. ინდონეზიაში 737 ცოცხალ ენაზე საუბრობენ,[12] t რაც მსოფლიოს ენების 10%-ს შეადგენს[13] და მეორე მაჩვენებელია (პაპუა-ახალი გვინეის შემდეგ[14]). ენების დიდი ნაწილი ავსტრონეზიულ ენათა ჯგუფს, ხოლო 270 პაპუასურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.[15]

ინდონეზიაში ენები 9 კატეგორიად იყოფა: სახელმწიფო ენა, ადგილობრივი გამოყენების აბორიგენული ენები, რეგიონული ლინგვა-ფრანკა, უცხო და დამატებითი ენები, კულტურული მემკვიდრეობის ენები, ენები რელიგიურ დომენში, ინგლისური, როგორც ლინგვა-ფრანკა და ჟესტების ენა.[16][17] ყველაზე მეტი ადამიანი იავურ და სუნდურ ენაზე საუბრობს. დასავლეთ ახალ გვინეაში 270 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ.[18][19] ინდონეზიაში საუბრობენ ჩინური ენის ჩინურ დიალექტებზეც.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის პროვინციები 1 კმ²-ზე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით 2020 წლისთვის
  10,001 +
  1,001 to 10,000
  101 to 1,000
  11 to 100
  1 to 10

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მიხედვით მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგია: 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი - 23.33%, 15-65 წლის ასაკობრივი ჯგუფი - 70.72%, 65+ წლის ასაკობრივი ჯგუფი - 5.95% (2020 წლის აღწერის მიხედვით).[20] 2020 წლისთვის მედიანური ასაკი 31.1 წელს უდრის: ქალებისთვის - 31.8 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის - 30.5%.

2022 წელს შობადობის დონე 15.32‰, ხოლო მოკვდაობის დონე 6.75‰-ია. ამავე წელს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი 0.79% იყო. ურბანული მოსახლეობის წილი 57.9%-ია.

2011 წლის მონაცემებით ინდონეზიის 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92.81%-მა იცოდა წერა-კითხვა: მამაკაცების 95.5%-მა, ხოლო ქალების 90.4%-მა. საჯარო სკოლებში განათლების მიღება უფასოა. 12 კლასის გავლა სავარდებულოა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hasil Sensus Penduduk 2020 id. Statistics Indonesia (21 January 2021). ციტირების თარიღი: 21 January 2021
  2. Population of Indonesia by Province 1971, 1980, 1990, 1995, 2000 and 2010. Statistics Indonesia. ციტირების თარიღი: 18 May 2015
  3. Witton, Patrick (2003). Indonesia. Melbourne: Lonely Planet, გვ. 47. ISBN 1-74059-154-2. 
  4. Shamim Adam; Berni Moestafa; Novrida Manurung (28 January 2014). „Indonesia Population Approaching U.S. Revives Birth Control“. Bloomberg L.P. ციტირების თარიღი: 18 May 2015.
  5. Indonesia Demographics Profile.
  6. Na'im, Akhsan; Syaputra, Hendry. Nationality, Ethnicity, Religion, and Languages of Indonesians id. Statistics Indonesia (2011). ციტირების თარიღი: 23 September 2015
  7. Mengulik Data Suku di Indonesia id. Statistics Indonesia (18 November 2015). ციტირების თარიღი: 1 January 2021
  8. Oey, Eric (1997). Bali, 3rd, Periplus Editions. ISBN 962-593-028-0. 
  9. Indonesia – Buddhism. U.S. Library of Congress. ციტირების თარიღი: 15 October 2006
  10. Martin, Richard C. (2004). Encyclopedia of Islam and the Muslim World. Vol. 2: M–Z. Macmillan. 
  11. Laffan 2011, pp. 3–6.
  12. ethnologue.com
  13. Florey 2010, pp. 121-140.
  14. What Countries Have the Most Languages? en (22 May 2019). ციტირების თარიღი: 20 August 2020
  15. Simons & Fennig 2018.
  16. Zein 2020, pp. 27-63.
  17. Indonesia en. CIA (29 October 2018). ციტირების თარიღი: 11 November 2018
  18. Riesberg, Sonja; Shiohara, Asako; Utsumi, Atsuko (2018) Perspectives on information structure in Austronesian languages (en). Language Science Press. ISBN 978-3-96110-108-5. 
  19. 5 Reasons Why Companies Should Do Business in Indonesia en-US (2020-04-01). ციტირების თარიღი: 2020-12-16
  20. Cabinet Secretariat of the Republic of Indonesia: Statistics Indonesia Releases 2020 Census Results.