ერაყის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სტატია ეხება ერაყის მოსახლეობის ისეთ დემოგრაფიულ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება და სხვა.

2014 წლის ივლისის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 32,585,692 ადამიანს.[1] მათ შორის უმეტესობა (75-80%) არაბია, სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია ქურთები (15-20%), არიან ასევე სხვა მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებიც (5%). მოსახლეობის 99% მუსლიმია, 0.8% ქრისტიანი, ხოლო 0.2% სხვა აღმსარებლობის.

გაეროს სტატისტიკური მონაცემები[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი წელიწადში ცოცხლად შობილი სიკვდილი წელიწადში ბუნებრივი ცვლილება წელიწადში მკვდრად შობადობის ინდექსი (1000 დაბადებულზე) სივდილიანობა 1000-ზე ბუნებრივი ცვლილების ინდექსი (1000-ზე) ნაყოფიერების ინდექსი (ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე) ჩვილების გარდაცვალების ინდექსი (1000 დაბადებულზე)
1950-1955 327 000 158 000 169 000 53.2 25.8 27.5 7.30 197.6
1955-1960 297 000 133 000 164 000 42.6 19.1 23.5 6.20 152.9
1960-1965 343 000 122 000 221 000 43.3 15.4 27.9 6.60 120.7
1965-1970 430 000 121 000 309 000 46.5 13.1 33.4 7.40 96.0
1970-1975 475 000 121 000 354 000 43.6 11.1 32.5 7.15 76.4
1975-1980 526 000 124 000 402 000 41.2 9.8 31.5 6.80 60.4
1980-1985 571 000 185 000 387 000 39.1 12.6 26.5 6.35 48.9
1985-1990 638 000 132 000 505 000 38.8 8.0 30.8 6.15 41.8
1990-1995 719 000 105 000 614 000 38.2 5.6 32.6 5.80 43.4
1995-2000 836 000 119 000 717 000 37.9 5.4 32.5 5.40 38.1
2000-2005 960 000 144 000 816 000 37.5 5.6 31.9 5.12 35.9
2005-2010 1 079 000 187 000 892 000 36.6 6.3 30.2 4.86 34.6

ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ერაყელები.
ერაყის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები
  შიიტი არაბები
  სუნიტი არაბები
  ქურთები
  ასირიელები
  იეზიდები
  ერაყელი თურქმენები

ერაყის ძირითად ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ ერაყელი არაბები. ისინი მოსახლეობის 2/3 შეადგენენ და ძველი მესოპოტამიელების შთამომავლებად მიიჩნევიან. ერაყელი ანუ მესოპოტამიელი არაბები საუბრობენ მესოპოტამიურ არაბულად.

ერაყელი არაბები (მათ შორის: პალესტინელები, ჭაობის არაბები, ბედუინები და სხვა არაბული ჯგუფები) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 75-80%-ს. ქურთები (მათ შორის: ფეილის ქურთები, იეზიდები, შაბაკები და კაკაები) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს. ასევე არიან შედარებით მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები: თურქულენოვანი ხალხები - 5%, ასურელები - 2%, სხვა (სომხები, ჩერქეზები, ერაყელი აჯამები, მანდეიები, საბიები, ბაჰაისტები, აფრო-ერაყელები და დომები) - 1%.[1]

დემოგრაფიული მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაკობრივი სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0-14 წელი: 37.6% (კაცი 5,959,562/ ქალი 5,751,970)
15-64 წელი: 59.3% (კაცი 9,355,176/ ქალი 9,094,953)
65 წელი და ზევით: 3% (კაცი 376,700; ქალი 423,295) (2006 წელი.)

საშუალო ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ: 21.3 წლის
კაცი: 21.2 წლის
ქალი: 21.4 წლის (2013 წელი.)

მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2.23% (2014 წელი.)

ჯანდაცვის ხარჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშპ-ს 8.4% (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Iraq. The World Factbook (22 June 2014).
  2. World Population Prospects: The 2010 Revision