საუდის არაბეთის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საუდელი მოვაჭრეები

საუდის არაბეთის დემოგრაფია — სტატია ეძღვნება საუდის არაბეთის ისეთი დემოგრაფიული მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური ჯგუფები, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური გაერთიანებები და სხვა.

2010 წლის მონაცემებით საუდის არაბეთში ცხოვრობს 27,136,977 ადამიანი, რომელთაგან 8,429,401 არ არის წარმოშობით საუდელი არაბი.[1] მოსაზლეობის 51% არის 25 წელზე ნაკლები ასაკის.[2] 1960 წლამდე მოსახლეობის უმეტესობა იყო მომთაბარე ან სანახევროდ მომთაბარე. სწრაფი ეკონომიკური და ურბანული ზრდის გამო ახლა მოსახლეობის 95% არის დასახლებული. მოსახლეობის 80% ცხოვრობს სამ უმსხვილეს ურბანულ ცენტრში: ერ-რიადში (დედაქალაქი), ჯიდასა და დამამში.[3] ზოგიერთ ქალაქსა და ოაზისში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კვ. კილომეტრზე 1000 ადამიანს აღწევს. საუდის არაბეთის მოსახლეობა ხასიათდება სწრაფი ზრდითა და ახალგაზრდების დიდი რაოდენობით.

საუდის არაბეთი ფლობს ისლამის უმთავრეს სიწმინდეს მექას, რის გამოც თითოეული მუსლიმი ვალდებულია ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღოს ჰაჯიში მონაწილეობა და მოინახულოს ის. საუდის არაბეთის კულტურული გარემო არის უკიდურესად კონსერვატიული. ქვეყანა გამოირჩევა ისლამური ქცევის კოდექსის შარიათის ერთგულებით, შედეგად ხელოვნება უნდა ჯდებოდეს ეთიკის მკაცდარ დადგენილ ჩარჩოებში. ქალს და მამაკაცს არ აქვს უფლება ერთად იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიებებში. მათი სამუშაო ადგილები ასევე გაყოფილია.

მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს ეთნიკურ არაბს. რომლებიც მოვიდნენ როგორც მომლოცველები და დასახლდნენ ჰიჯაზის ტერიტორიაზე წითელი ზღვის სანაპირო ზოლში.[4] ქვეყანაში ასევე ცხოვრობს აზიელების დიდი რაოდენობა. განსაკუთრებით: ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ფილიპინებიდან. 1970-1980 წლებში ასევე მოხდა კორეელების მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშა ხელად შემოდინება, თუმცა შემდგომ უმეტესობა უკან დაბრუნდა.

სტატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების მონაცემებით [5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი შობადობა გარდაცვალება ცვლილება შობადობის კოეფიციენტი გარდაცვალების კოეფიციენტი ცვლილების კოეფიციენტი ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე გარდაცვალების რაოდენობა 1000 ბავშვზე
1950–1955 159 000 81 000 78 000 47.9 24.3 23.5 7.18 204.3
1955–1960 180 000 83 000 98 000 47.6 21.9 25.7 7.18 183.1
1960–1965 210 000 86 000 124 000 47.6 19.6 28.1 7.26 162.6
1965–1970 248 000 88 000 159 000 46.9 16.7 30.2 7.26 139.2
1970–1975 304 000 88 000 216 000 46.4 13.4 33.0 7.30 106.6
1975–1980 378 000 86 000 292 000 44.1 10.0 34.1 7.28 78.2
1980–1985 491 000 86 000 405 000 42.7 7.5 35.2 7.02 57.0
1985–1990 562 000 86 000 476 000 38.3 5.8 32.4 6.22 42.3
1990–1995 579 000 85 000 495 000 33.5 4.9 28.6 5.45 30.2
1995–2000 573 000 87 000 486 000 29.7 4.5 25.2 4.51 22.2
2000–2005 545 000 91 000 454 000 24.7 4.1 20.6 3.54 19.4
2005–2010 569 000 98 000 470 000 22.1 3.8 18.3 3.03 18.5

ასაკობრივი სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0–14 წლის: 32,4%

15–64 წლის: 64,8%

65-ს ზემოთ: 2,8%

საშუალო ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ: 25.3 წელი

კაცი: 26.4 წელი

ქალი: 23.9 წელი (2011 წლის მიხედვით.)

მოსაზლეობის ზრდის მაჩვენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.536% (2011 წლის მიხედვით)

სიცოცხლის ხანგრძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ: 75.29 წელი კაცი: 73.51 წელი ქალი: 77.16 წელი (2011 est.) [6]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა აღწერა
არაბები 90%
აფრო-აზიელები 10%[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Saudi Gazette: Nov. 24, 2010 – Census shows Kingdom's population at more than 27 million" [1] დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine.
  2. Murphy, Caryle. Saudi Arabia’s Youth and the Kingdom’s Future. February 7, 2012. Woodrow Wilson International Center for Scholars' Environmental Change and Security Program. ციტირების თარიღი: 13 May 2014.
  3. House, Karen Elliott (2012). On Saudi Arabia : Its People, past, Religion, Fault Lines and Future. Knopf, გვ. 69. 
  4. Siraj Wahab. (30 July 2009) It’s another kind of Saudization. Arab News. ციტირების თარიღი: 13 January 2011.
  5. World Population Prospects: The 2010 Revision
  6. http://countryeconomy.com/demography/life-expectancy/saudi-arabia
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2014-06-10.