შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 175 227 სტატია.

რჩეული სტატია
ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.
იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი


მთავარი სიახლეები
პაეტონგტარნ შინავატრა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

18 სექტემბერი — ამ დღეს...
კონსტანტინე I დიდი
კონსტანტინე I დიდი
  • 96 : რომის იმპერატორ დომიციანეს მკვლელობის შემდეგ რომის სენატმა იმპერატორად ნერვა გამოაცხადა, რითაც დაიწყო რომის 5 კარგი იმპერატორის ეპოქა.
  • 324 : კონსტანტინე დიდი (სურათზე) ანადგურებს ლიცინიუსს ქრისოპოლისის ბრძოლაში და რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ხდება.
  • 1809 : ლონდონში სამეფო ოპერის თეატრის ახალი შენობა ხანძრის შემდეგ გაიხსნა.
  • 1851 : ნიუ-იორკ ტაიმსის პირველი ნომერი დაიბეჭდა.
  • 1885 : მასობრივი არეულობა დაიწყო მონრეალში სავალდებულო წითელას აცრის გამო ატეხილი პროტესტის შედეგად.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომიმინსკის ებრაელები დახოცეს სობიბორთან.
  • 1987 : აშშ და სსრკ ბირთვული ქობინების ერთობლივ განადგურებაზე შეთანხმდნენ.
  • 2008 : საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ჰაუმეა მზის სისტემაში მეხუთე ჯუჯა პლანეტად გამოაცხადა.
  • 2014 : შოტლანდიამ რეფერენდუმზე უარი თქვა გაერთიანებული სამეფოდან გასვლაზე.
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky