მიშელ ბარნიე
მიშელ ბარნიე | |
---|---|
ფრანგ. Michel Barnier | |
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1951[1] [2] [3] [4] [5] (73 წლის) |
დაბადების ადგილი | La Tronche |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[5] |
განათლება | პარიზის უმაღლესი ბიზნეს სკოლა[5] |
მამა | Jean Barnier |
დედა | Denise Barnier |
მეუღლე/ები | Isabelle Altmayer[6] |
შვილ(ებ)ი | Nicolas Barnier |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Commander of the Order of Agricultural Merit, Robert Schuman Medal, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, Gold Olympic Order[7] , Commander of the Order of Maritime Merit, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Cross pro Merito Melitensi, Grand Cross of the Order of Prince Henry, ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის მედალი[8] , ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი, Grand Cross of the Order of the Star of Romania და Knight of the Order of Orange-Nassau |
მიშელ ჟან ბარნიე (ფრანგ. Michel Jean Barnier; დ. 9 იანვარი, 1951, ლა-ტრონში, იზერის დეპარტ.) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 5 სექტემბერიდან.
დაამთავრა პარიზის კომერციის უმაღლესი სკოლა (1972). 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყო სახელმწიფო სამსახურში. სხვადასხვა დროს იყო ე. წ. გოლისტური მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების („დემოკრატების კავშირი რესპუბლიკისთვის“, „კრება რესპუბლიკისთვის“, „სახალხო მოძრაობის კავშირი“, „რესპუბლიკელები“) წევრი. 1978-1993 წლებში არჩეული იყო საფრანგეთის ეროვნული კრების წევრად სავოიის დეპარტამენტიდან. 1994-1995 წლებში იყო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი, 1995-1997 წლებში — ევროპული საქმეების მინისტრი-დელეგატი, 2004-2005 წლებში — საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007-2009 წლებში — სოფლის მეურნეობისა და თევზის მრეწველობის მინისტრი.
ბარნიეს ასევე მუშაობდა შიდა ბაზრისა და მომსახურების ევროპულ კომისრად 2010-2014 წლებში, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტად 2010-2015 წლებში, იყო ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში 2016-2021 წლებში. 2024 წლის სექტემბერში, საფრანგეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ბარნიე ცნობილია, როგორც პრო-ევროპული მიმართულების, ნეოლიბერალური ეკონომიკური შეხედულებების მქონე კონსერვატორი პოლიტიკოსი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gozzi, Laura (5 September 2024). "Michel Barnier's journey from Mr Brexit to French PM". BBC News.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sycomore / Assemblée nationale
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 5.0 5.1 5.2 Bibliothèque nationale de France Record #12039409f // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ Média P. Isabelle Altmayer-Barnier
- ↑ https://doc.rero.ch/record/71331/files/1992-02-24.pdf
- ↑ https://www.impo.com.uy/bases/resoluciones/939-1997