შინაარსზე გადასვლა

მასუდ ფეზეშქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასუდ ფეზეშქიანი
მასუდ ფეზეშქიანი
ფეზეშქიანი 2024 წელს
ირანის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა
წინამორბედიმოჰამედ მოკბერი

დაბადებული29 სექტემბერი, 1954 (1954-09-29) (69 წლის)
მეჰაბადი, ფეჰლევიანთა ირანი (დღეს ირანი)
მოქალაქეობაირანის დროშა ირანი
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
შვილები4[1]
განათლებათავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
პროფესიაკარდიოქირურგი
საიტიdrpezeshkian.ir

მასუდ ფეზეშქიანი (სპარს. مسعود پزشکیان; დ. 29 სექტემბერი, 1954, მეჰაბადი, ირანი) — ირანელი კარდიოქირურგი, რეფორმისტი პოლიტიკოსი, ირანის ისლამური რესპუბლიკის არჩეული მე-9 პრეზიდენტი.[2]

პრეზიტენტობამდე ფეზეშქიანი იყო ირანის პარლამენტის წევრი, სადაც 2016-2020 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2001-2015 წლებში იყო ირანის ჯანმრთელობისა და სამედიცინო განათლების მინისტრი. საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანი პირველად 2013 წელს ჩაერთო, მაგრამ მაშინ კანდიდატურა მოხსნა. 2021 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე კი მას უარი ეთქვა. 2024 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მეორე ტურში გავიდა, სადაც დაამარცხა კონკურენტი კანდიდატი საიდ ჯალილი და გახდა ირანის პრეზიდენტი.

  1. Ahangar, Ali. مسعود پزشكيان؛ كسي كه مثل هيچ كس نيست. ციტირების თარიღი: 29 June 2024
  2. Centrist Masoud Pezeshkian will be Iran’s next president (6 July 2024).