ვიკიპედია:თავფურცელი/სავარჯიშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Misalmeba.png

ეს არის ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი.

ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 134,281 სტატია.

რჩეული სტატია
რიჩარდ ნიქსონი 1950 წელს

აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) — აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში ჩატარდა ურთიერთბრალდებებისა და დადანაშაულებების ფონზე. რესპუბლიკელმა რიჩარდ ნიქსონმა დაამარცხა დემოკრატი ჰელენ გეჰეგან დაგლასი, რომელიც კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა სენატორმა, შერიდან დოუნიმ გადაწყვიტა გამოთიშოდა პრაიმერს და აღარ ეყარა კენჭი სენატისთვის. როგორც ნიქსონმა, ისევე დაგლასმა დათმეს თავიანთი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ 1949 წლის ბოლოსთვის. 1950 წლის მარტში, დოუნი გამოეთიშა პრაიმერს, რის შემდეგაც „Los Angeles Daily“-ის გამომცემი, მანჩესტერ ბოდიმ განაცხადა კანდიდატურის შესახებ. ბოდი დუგლასს იხსენიებდა, როგორც მემარცხენეს და იყო პირველი, ვინც ის და ნიუ-იორკელი კონგრესმენი ვიტო მარკანტონიოს (მას კომუნისტობას ედავებოდნენ) ერთმანეთს შეადარა. ბოდი, ნიქსონი და დაგლასი როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობდნენ. ნიქსონმა გაიმარჯვა რესპუბლიკელთა, ხოლო დაგლასმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში. დაძაბული პრაიმერის შემდეგ, დემოკრატიული პარტია გაყოფილი იყო. მისი გამოჩენილი წევრები არ ჩქარებოდნენ დაგლასის უკან გაერთიანებას და მის მხარდაჭერას; პირიქით, ზოგიერთმა ღიად გამოუცხადა ნიქსონს თანადგომა. პრაიმერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორეის ომი დაიწყო, რამაც ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო: ნიქსონი და დაგლასი ერთმანეთს მარკანტონიოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის არჩევნებში, ნიქსონმა ოპონენტზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო და კალიფორნიის 58 რაიონიდან 53-ში გაიმარჯვა. მოგვიანებით ნიქსონს აკრიტიკებდნენ მისი შტაბის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო; იგი, საპასუხოდ, იცავდა საკუთარ მოქმედებებს; მან აგრეთვე დაამატა, რომ დაგლასის აზრი სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მემარცხენე იყო კალიფორნიელი ამომრჩევლისთვის.

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მოზამბიკის დროშა


მთავარი სიახლეები
ცაი ინ-ვენი
  • ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • ლიბანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა და მისი შემცვლელი ჰასან დიაბი გახდა.
  • დიმიტრი მედვედევის გადადგომის შემდეგ მიხეილ მიშუსტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ხდება.
  • მალტაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა ხდება.
  • ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა გადადგა.
  • ცაი ინ-ვენი (სურათზე) ტაივანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
  • 24 იანვარი — ამ დღეს...
    კალიგულა
  • 41 : დესპოტიზმით განთქმული რომის იმპერატორი კალიგულა (სურათზე) მოკლეს მისმა განაწყენებულმა პრეტორებმა.
  • 1848 : კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება იწყება — ჯეიმზ მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან ოქროს პოულობს.
  • 1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას.
  • 1918 : რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრიგორიანული კალენდარი შემოიღეს.
  • 1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
  • 1927 : ალფრედ ჰიჩკოკმა საკუთარი პირველი ფილმი „ამაოებათა ბაღი“ გადაიღო ინგლისში.
  • 1984 : პირველი კომპიუტერი ეპლ მაკინტოში გამოვიდა გასაყიდად.
  • კვირის პროექტი
    თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა კატარის დროშა კატარი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky