ბუკერ ვაშინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუკერ ვაშინგტონი

ბუკერ ვაშინგტონი, 1905
დაბადების სახელი ბუკერ ტალიაფერო ვაშინგტონი
დაბადების თარიღი დაახ. 1856
ჰეილს-ფორდი, ვირჯინია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 ნოემბერი, 1915 (58–59 წლის ასაკში)
ტასკიგი, ალაბამა, აშშ
დაკრძალულია ტასკიგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰემპტონის უნივერსიტეტი და უაილენდის სემინარია
საქმიანობა მასწავლებელი, მწერალი და აფრო-ამერიკელების უფლებების დამცველთა ლიდერი
პარტია რესპუბლიკური პარტია (აშშ)
ოპონენტ(ებ)ი უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა
მეუღლე(ები) ფენი სმითი (1882–1884)
ოლივია დევიდსონი (1886–1889)
მარგარეტ მურეი (1893–1915)
შვილ(ებ)ი პორტია ვაშინგტონი, ბუკერ ვაშნგტონ უმცროსი, ერნესტ დევიდსონ ვაშინგტონი
ხელმოწერა

ბუკერ ტალიაფერო ვაშინგტონი (ინგლ. Booker Washington; დ.1856 — გ. 14 ნოემბერი, 1915) — ამერიკელი პედაგოგი, მწერალი, ორატორი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მრჩეველი. 1890 წლიდან 1915 წლამდე ვაშინგტონი იყო გამორჩეული ლიდერი აფრო-ამერიკელების საზოგადოებაში.

ვაშინგტონი იყო უკანსაკნელი შავკანიანი ლიდერი, რომელიც ყოფილი მონა იყო, შემდეგ კი გახდა მონებისა და მათი შთამომავლების მთავარი დამცველი. ისინი დამცირებულნი იყვნენ ხმის მიცემის უფლების არქონის გამო, ასევე ყოფილი სამხრეთ შტატების დისკრიმინაციული კანონების (რომელიც მიიიღო ჯიმ ქროუმ) არსებობით XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში.

ვაშინგტონი იყო აფრო-ამერიკელების ბიზნესების მთავარი დამცველი და ეროვნული შავკანიანთა ბიზნესის ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან საბაზისო ცოდნა მიიღო ტასკიგის უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ალაბამაში, ისტორიულად ეს უნივერსიტეტი შავკანიანთა კოლეჯი იყო. 1895 წელს სამხრეთ შტატებში ლინჩის წესით გასამართლებამ პიკს მიაღწია, ამის საწინააღმდეგოდ ვაშინგტონი სიტყვით გამოვდიდა, მისი გამოსვლა ცნობილია როგორც „ატლანტას კომპრომისი“, რომელმაც ბუკერს ეროვნული დიდება და აღიარება მოუტანა. ის იღწვოდა შავკანიანების პროგრესისთვის განათლებისა და განვითარების გზით და არ ცდილობდა ჯიმ ქრიუს გამოწვევას, რომელიც მუდმივად ავიწროებდა შავკანიანებს სამხრეთის შტატებში. ვაშინტონმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზება გაუწია საშუალო ფენის შავკანიანების, ეკლესიის ლიდერების, თეთრკანიანი ფილანტროპები და პოლიტიკოსების კუალიციის შექმნას. ეს კუალიცია მიმართული იყო გრძელვადიანი ეკონომიკური აღმავლობის, საზოგადოების თვითდახმარებისა და განათლების სფეროების რეფორმირებისკენ. მაგრამ ის ასევე საიდუმლოდ უჭერდა მხარს სასამართლო რეფორმებს სეგრეგაციისა და ხმის მიცემის უფლების შეცვლის საკითხებში, ამ მიზნის მისაღწევად კი NAACP-ისგან კუალიცია დაფინანსებას იღებდა.[1] შავკანიანი მებრძოლები ჩრდილოეთში, რომლებსაც უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა ხელმძღვანელობდა თავდაპირველად მხარს უჭერდნენ ატლანტას კომპრომისს, მაგრამ 1909 წლის შემდეგ მათ შექმნეს NAACP, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებებზე იყო ორიენტირებული. ისინი ცდილობდნენ შავკანიან საზოგადოებაში ვაშინგტონის პოლიტიკური ლიდერობისთვის მოეღოთ ბოლო, ასევე დაემტარებინათ კავშირები თეთრკანიანებთან ჩრდილოეთში..[2] 1915 წლის შემდეგ, ვაშინგტონის გარდაცვალების თარიღი, 1950-იანი წლების სამოქალაქო უფლებების დაცველთა მოძრაობები უფრო აქტიური და აგრესიული გახდა, რაც ერთგვარად სამხრეთის ახალ ორგანიზაციების, როგორებიცაა CORE, SNCC და SCLC, ზეგავლენით ხდებოდა.

ბუკერ ვაშინგტონი ამერიკის ოცდამეექვსე პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მიიწვია სადილზე. პრეზიდენტს სურდა მასთან გასაუბრება რასობრივ საკითხებზე, სჭირდებოდა მისი რჩევები. ამან გააღიზიანა ბევრი ამერიკელი. აფრო-ამერიკელები ვაშინგტონის ვიზიტამდეც ყოფილან თეთრ სახლში, მაგრამ მათთვის რჩევები არასდროს უკითხავთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთებმა გამოაქვეყნეს რასისტული ლექსები: „შავკანიანები თეთრ სახლში“.

XIX საუკუნის ბოლოს ბუკერ ტალიაფერო ვაშინგტონმა მიიღო ახალი პოლიტიკური გამოწვევები, რამაც შესაძლებლობა მისცა მას ზეგავლენა მოეხდინა მედიაზე, გაეზარდა შემოსავალი; განევითარებინა სტრატეგია და ქსელები, დაეჯილდოვებინა მეგობრები და შეექმნა ისეთი სისტემა, რომელიც დასჯიდა მათ, ვინ ხელს შეუშლითა შავკანიანების წინსვლას. მისი გრძელვადიანი მიზანი იყო დაესრულებინა აფრო-ამერიკელების სახალხო უფლებების დარღვევა.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anderson, James D (1988), The Education of Blacks in the South, 1860–1935.
  • Bauerlein, Mark (Winter 2004), "Booker T. Washington and W. E. B. Du Bois: The origins of a bitter intellectual battle", Journal of Blacks in Higher Education 46
  • Boston, Michael B (2010), The Business Strategy of Booker T. Washington: Its Development and Implementation, University Press of Florida; 243 pp. Studies the content and influence of his philosophy of entrepreneurship
  • Hamilton, Kenneth M. Booker T. Washington in American Memory (U of Illinois Press, 2017), 250 pp.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richard H. Pildes, Democracy, Anti-Democracy, and the Canon, Constitutional Commentary, vol. 17, 2000, pp. 13–14. Accessed March 10, 2008
  2. Nathan Irvin Huggins (2007). Harlem Renaissance. Oxford University Press, გვ. 19–20. 
  3. (March 26, 2012) Booker T. Washington Rediscovered. Johns Hopkins UP, გვ. 209.