შინაარსზე გადასვლა

არაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არაქსი (მრავალმნიშვნელოვანი).
არაქსი
თურქ. Aras, სომხ. Արաքս, აზერ. Araz, სპარს. ارس

არაქსი რუკაზე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი, სომხეთის დროშა სომხეთი, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ირანის დროშა ირანი
ქალაქები ჯულფა, ორდუბადი, აგარაკი, მეღრი, საათლი
მარჯვენა შენაკადები გოთური და ყარასუ
მარცხენა შენაკადები ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი
სათავე ბინგოლის ქედი
39°21′29″ ჩ. გ. 41°18′32″ ა. გ. / 39.35806° ჩ. გ. 41.30889° ა. გ. / 39.35806; 41.30889
სათავის მდებარეობა თურქეთი
შესართავი მტკვარი (აზერბაიჯანი)
40°01′06″ ჩ. გ. 48°27′13″ ა. გ. / 40.01833° ჩ. გ. 48.45361° ა. გ. / 40.01833; 48.45361
სიგრძე 1072 კმ
აუზის ფართობი 102 000 კმ²
არაქსი — კავკასია
არაქსი
არაქსი
— სათავე, — შესართავი
არაქსი ვიკისაწყობში

არაქსი, არეზი, (თურქ. Aras, სომხ. Արաքս, აზერ. Araz, სპარს. ارس, ბერძ. Αράξες, ძვ. ქართ. რახსი, არეზი) — მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]