აგარაკი (ქალაქი)
ქალაქი | ||
---|---|---|
აგარაკი სომხ. Ագարակ | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
კოორდინატები | 38°52′00″ ჩ. გ. 46°12′00″ ა. გ. / 38.86667° ჩ. გ. 46.20000° ა. გ. | |
დაარსდა | 1949 | |
ფართობი | 6±1 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 650 მეტრი | |
ოფიციალური ენა | სომხური ენა | |
მოსახლეობა | 4 300 (2015) | |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | |
სატელეფონო კოდი | 286 | |
საფოსტო ინდექსი | 3403 | |
| ||
აგარაკი (სომხ. Ագարակ) — ქალაქი სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, მდებარეობს ირანის საზღვართან, ქალაქ მეგრიდან 9 კილომეტრში, მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზე. სამი მხრიდან ეკვრის ზანგეზურის ქედის კალთები. აგარაკი დაარსდა 1949 წელს, როგორც სამხედრო დასახლება, 1954 წელს მიიღო დაბის სტატუსი, ხოლო 1990-იან წლებში - ქალაქისა. აგარაკში 1972 წელს ცხოვრობდა 3800 კაცი, 1979 წელს - 4073, 2001 წელს - 4801, ხოლო 2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობამ 4429 კაცი შეადგინა.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აგარაკი არის სომხეთის ფერადი მეტალურგიის ცენტრი, 1853 წელს გაიხსნა სპილენძ-მოლიბდენის საბადო, ხოლო 1958 წელს სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი. 1989 წელს კომბინატი დაიხურა და მუშაობა განაახლა 2000 წელს. ქალაქში არის საბაჟო პუნქტი კარჩევანი. 2004 წლის 30 ნოემბერს აგარაკში დაიწყო ირან-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა.