7 ნოემბერი
იერსახე
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
7 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 311-ე დღე (ნაკიან წლებში – 312-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 54 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1665 : ლონდონ გაზეთი - დღემდე არსებული უძველესი ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემა - პირველად დაიბეჭდა.
- 1786 : აშშ-ის უძველესი სამუსიკო ორგანიზაცია დაარსდა, როგორც სტაფტონის მუსიკალური საზოგადოება.
- 1800 : რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა კახეთში, სოფელ კაკაბეთის მახლობლად ავართა ლაშქარი დაამარცხა (ნიახურის ბრძოლა).
- 1848 : ზაქარი ტეილორი იქნა არჩეული პრეზიდენტად აშშ-ის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ყველა შტატში ჩატარდა ერთსა და იმავე დღეს.
- 1912 : დოიჩე ოპერნჰაუზი (ამჟამად დოიჩე ოპერ ბერლინი) ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში ბეთჰოვენის ფიდელიოს წარმოდგენით გაიხსნა.
- 1917 : პეტროგრადში, რუსეთი, ბოლშევიკები ლენინისა და ტროცკის მეთაურობით დროებითი მთავრობის სამხედრო გადატრიალებას აწყობენ, რითაც ოქტომბრის რევოლუცია იწყება (ძველი კალენდრით 25 ოქტომბერი).
- 1917 : პირველი მსოფლიო ომი - ბრიტანელებმა ოსმალეთის იმპერიას ღაზა წაართვეს.
- 1929 : ქალაქ ნიუ-იორკში თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
- 1941 : ნემიროვის ებრაელთა ტრაგედია - გერმანელი ნაცისტები 2580 ებრაელს ხვრეტენ ნემიროვთან, უკრაინა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს დაუყოვნებლივ გამოიყვანონ მათი ჯარები ეგვიპტიდან.
- 1983 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ბომბი აფეთქდა.
- 1989 : დევიდ დინკინსი ნიუ-იორკის პირველი შავკანიანი მერი გახდა.
- 2002 : ირანში აიკრძალა ამერიკული პროდუქციის რეკლამირება.
- 2007 : თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- 2008 : თბილისში 2007 წლის ნოემბრის სახალხო აქციის წლისთავზე პარლამენტის შენობის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
- 2011 : მის მსოფლიო 2011-ის გამარჯვებული ვენესუელის 21 წლის წარმომადგენელი ივიან სარკოსი გახდა.
- 2012 : გვატემალაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 630 : კონსტანტი II — ბიზანტიის იმპერატორი.
- 1720 : ერეკლე II — ქართლ–კახეთის მეფე.
- 1810 : ფერენც ერკელი — უნგრელი კომპოზიტორი.
- 1826 : ბაქრაძე, დიმიტრი — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი.
- 1867 : მარი სკლოდოვსკა-კიური — ფიზიკოსი და ქიმიკოსი.
- 1879 : ტროცკი, ლევ — ბოლშევიკი რევოლუციონერი.
- 1885 : საბინა შპილრეინი — რუსი ფსიქოანალიტიკოსი.
- 1913 : ალბერ კამიუ — ფრანგი მწერალი.
- 1938 : ბალანჩივაძე, რევაზ — ქართველი ფილოსოფოსი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1862 : ბაჰადურ შაჰ ზაფარი — უკანასკნელი იმპერატორი დიდ მონგოლთა და თემურიდების დინასტიიდან (დ. 1775)
- 1850 : მანუელ სალაზარ ი ბაკიხანო — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (დ. 1777)
- 1913: ალფრედ რასელ უოლესი — ბრიტანელი ბუნებისმეტყველი (დ. 1823)
- 1921: შალვა ქიქოძე — ქართველი მხატვარი, ექსპრესიონისტი.
- 1981: ვლადიმერ ჯაფარიძე — ქართველი იურისტი და პედაგოგი (დ. 1887)
- 2011 : ფრეიზიერი, ჯო — ამერიკელი მოკრივე
- 2016 : ლეონარდ კოენი — კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსი (დ.1934)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: