ჰაჯი I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაჯი-გირეი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაჯი I გირეი
ملک خاجى كراى
ყირიმის პირველი ხანი
მმართ. დასაწყისი: 1441
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი: სახანო დაარსდა
მემკვიდრე: ნურ-დევლეთ გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1397
დაბ. ადგილი: სავარაუდოდ ტრაკაი, ლიტვა
გარდ. თარიღი: 1466
გარდ. ადგილი: ყირიმი
შვილები: ნურ-დევლეთ გირეი
ჰაიდერ გირეი
მენლი I გირეი
უზ-თემურ გირეი
ქუთლუქ-ზამან გირეი
ქილდიშ გირეი
იარმუღჩი გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: გიას-ად-დინი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ჰაჯი I გირეი (ყირიმ. ۱خاجى كراى‎‎; ტრაკაი, ლიტვა, 1397 — გ. 1466), ხანი, ყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეის დინასტიის ფუძემდებელი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი ჯუჩის შტოდან. 1434 წელს ჰაჯი-გირეიმ დაამარცხა გენუელი ვაჭრების ჯარი, მაგრამ შინაბრძოლების შედეგად ყირიმიდან განდევნილი ლიტვაში გაიქცა. ლიტვის დიდი მთავრის კაზიმეჟ IV-ისა და თათარ წარჩინებულთა მხარდაჭერით ჰაჯი-გირეი 1441 ყირიმის ხანად გამოაცხადეს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიტვიის ორიენტაციისა იყო. ჰაჯი გირეის მმართველობის პერიოდში ყირიმის სახანოში სუფევდა სიმშვიდე, რაც მისი მემკვიდრეების დროს შეუძლებლად ითვლებოდა. გარდაიცვალა 1466 წელს. ჰაჯის შემდეგ ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, ნურ-დევლეთ გირეი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]