აშშ-ის სამოქალაქო ომი
| აშშ-ის სამოქალაქო ომი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
| |||||
| თარიღი |
12 აპრილი, 1861 – 9 მაისი, 1865[ა][1] | ||||
| მდებარეობა | აშშ, ატლანტის ოკეანე | ||||
| შედეგი |
ჩრდილოეთის გამარჯვება:
| ||||
| მხარეები | |||||
|
| |||||
| მეთაურები | |||||
|
| |||||
| ძალები | |||||
| |||||
| დანაკარგები | |||||
| |||||

ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-65), აგრეთვე ცნობილი როგორც ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის — ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა. ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის (იუნიონის) წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.
სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ დაახლოებით 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლულითა და 281.9 ათასი დაჭრილით, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.
სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შემდგომ კი კონსტიტუციაში შევიდა მეცამეტე დამატება და აიკრძალა მონობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.
1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნა ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც იყო რიჩმონდი. 4 მარტის საინგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო. ლინკოლმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევისმა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს.
ომის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი შეტაკებები მოხდა ჩარლსტონის პორტში. ომის პირველ წლებში სამხრეთი ხშირად იმარჯვებდა ბრძოლებში. კონფედერატებმა გენერალ მორგანის და გენერალ ფორესტის მეთაურობით გაიმარჯვეს ტენესიში, ასევე ბულ-რანის ბრძოლაში. 1862 წლის დეკემბერში კონფედერაციამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ფრედერიკსბერგთან ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგემ 1000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. შემდეგი წლის მაისში კონფედერაციამ კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია ჩანსელორსვილში.
ნელ-ნელა ჩრდილოეთმა (მათ კავშირს - union უწოდებდნენ) მოიპოვა უპირატესობა. მათ მოაწყვეს კონფედერაციის შტატების საზღვაო ბლოკადა. კონფედერაციის შტატებს არ ჰქონდათ განვითარებული მრეწველობა, შეიქმნა საქონლის დეფიციტი, ფულმა განიცადა ინფლაცია. 1863 წლის მაისში ჩრდილოელებმა გენერალ გრანტის მეთაურობით ვიკსბერგს შემოარტყეს ალყა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა 1863 წლის ივლისში. კონფედერაციის გენერალი ლი გადავიდა შეტევაზე პენსილვანიაში, მაგრამ გეტიზბერგის ბრძოლაში დამარცხდა. ეს იყო ლის არმიის უდიდესი ბრძოლა. 4 ივლისს კავშირმა თვენახევრიანი ალყის შემდეგ აიღო ვიკსბერგი და დაიკავა მდინარე მისისიპის ხეობა სენტ-ლუისიდან ნიუ-ორლეანამდე. კონფედერატების არმია ორად გაიყო. გენერალი ლი იძულებული გახდა უკან დაეხია ჩრდილოეთიდან მერილენდისკენ.
1863 წლის შემოდგომაზე გენერალმა გრანტმა დაიკავა ტენესი და გზა გაეხსნა სამხრეთის ცენტრისკენ. სამხედრო მოქმედებებმა გადაინაცვლა ჯორჯიის ტერიტორიაზე. კავშირმა აიღო ჩატანუგა და აპირებდა ქედების გადალახვას, მაგრამ ჩიკამაუგასთან ბრძოლაში გაიმარჯვეს კონფედერატებმა. კავშირის ერთ-ერთა სამხედრო მეთაურმა, შერმანმა უკან დაახევინა ქალაქ დალტონთან გამაგრებულ კონფედერატ ჯონსტონს, რის შედეგადაც სამხრეთელებმა დაკარგეს ატლანტა და რიჩმონდი.
1865 წლის 26 აპრილს გენერალი ჯონსტონი ჩრდილოეთ კაროლინაში 90 ათასი ჯარისკაცით ჩაბარდა მოწინააღმდეგეს. 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი, გენერალი რობერტ ლი, იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს, ულის გრანტს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Commager, Henry Steele (ed.). The Blue and the Gray. The Story of the Civil War as Told by Participants. (1950), excerpts from primary sources
- Hesseltine, William B. ed.; The Tragic Conflict: The Civil War and Reconstruction (1962), excerpts from primary sources
- Simpson, Brooks D. et al. eds. The Civil War: The First Year Told by Those Who Lived It (Library of America 2011) 840pp, with 120 documents from 1861 online reviews
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბოლო გასროლა — 22 ივნისი, 1865.
- 1 2 სხვადასხვა დროს მომსახურე სამხედროების საერთო რაოდენობა
დამოწმებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Belligerent Rights of the Rebels at an End. All Nations Warned Against Harboring Their Privateers. If They Do Their Ships Will be Excluded from Our Ports. Restoration of Law in the State of Virginia. The Machinery of Government to be Put in Motion There (May 10, 1865). ციტირების თარიღი: December 23, 2013
- 1 2 3 4 5 Facts. National Park Service.
- ↑ "Size of the Union Army in the American Civil War": Of which 131,000 were in the Navy and Marines, 140,000 were garrison troops and home defense militia, and 427,000 were in the field army.
- ↑ Long, E. B. The Civil War Day by Day: An Almanac, 1861–1865. Garden City, NY: Doubleday, 1971. OCLC 68283123. p. 705.
- ↑ "The war of the rebellion: a compilation of the official records of the Union and Confederate armies; Series 4 – Volume 2", United States. War Dept 1900.
- 1 2 3 Fox, William F. Regimental losses in the American Civil War (1889)
- 1 2 3 DCAS Reports – Principal Wars, 1775 – 1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-22. ციტირების თარიღი: 2021-10-22.
- ↑ Chambers & Anderson 1999, p. 849.
- ↑ Nofi, Al. (June 13, 2001) Statistics on the War's Costs. Louisiana State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 11, 2007. ციტირების თარიღი: October 14, 2007
- ↑ Professor James Downs. "Colorblindness in the demographic death toll of the Civil War". University of Connecticut, April 13, 2012. "The rough 19th-century estimate was that 60,000 former slaves died from the epidemic, but doctors treating Black patients often claimed that they were unable to keep accurate records due to demands on their time and the lack of manpower and resources. The surviving records only include the number of Black patients whom doctors encountered; tens of thousands of other slaves who died had no contact with army doctors, leaving no records of their deaths." 60,000 documented plus 'tens of thousands' undocumented gives a minimum of 80,000 slave deaths.
- ↑ Toward a Social History of the American Civil War Exploratory Essays, Cambridge University Press, 1990, page 4.
- ↑ Hacker, J. David (September 20, 2011). „Recounting the Dead“. The New York Times. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 25, 2011. ციტირების თარიღი: September 22, 2011.
- ↑ Professor James Downs. "Colorblindness in the demographic death toll of the Civil War". Oxford University Press, April 13, 2012. "A 2 April 2012 New York Times article, 'New Estimate Raises Civil War Death Toll', reports that a new study ratchets up the death toll from an estimated 650,000 to a staggering 850,000 people. As horrific as this new number is, it fails to reflect the mortality of former slaves during the war. If former slaves were included in this figure, the Civil War death toll would likely be over a million casualties ..."