ჩხუტნერის ქედი
იერსახე
| ჩხუტნერის ქედი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°58′45″ ჩ. გ. 42°54′20″ ა. გ. / 42.979306° ჩ. გ. 42.905694° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| უმაღლესი წერტილი | ჩხუტნერი |
| სიმაღლე | 3036 მ |
| ამგებელი ქანები | ქვიშაქვა, კირქვა და თიხაფიქალი |
ჩხუტნერის ქედი, ჩხუნდერის ქედი — ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარეების ხალდეჭალისა და ადიშჭალის წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია მწვერვალი ჩხუტნერი (3036 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია ჩხუტნერი (3000 მ). აგებულია იურული ასაკის ქვიშაქვებით, კირქვებითა და თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური მდელო და სუბნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 180.