ყემულთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყემულთასოფელი საქართველოში. მდებარეობს მდინარეების ქეშელთისა და ფაწის (დიდი ლიახვის აუზი) შესართავთან, ცხინვალი–ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1600 მეტრი, ჯავიდან 12 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს ყემულთის თემის 20 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-90 წლებში შედიოდა ჯავის რაიონის შემადგენლობაში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: აბანო, თლია, ნაზიგინა, სარიტათა, სოხთა, ქვემო მაჩხარა, ქოთანთო, შიბოითა, ჩიტათა, ხიხათა). ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]