ვანელი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
ვანელი — სოფელი საქართველოში ჯავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჯავის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ჯავა–როკის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბაგიათა, ბაჯიგათა, ზემო კოშკა, თლია, ლიწი, როკათა, სამხრეთი ჩიფრანი, სიდანი, ქვემო ბაქართა, ქვემო კოშკა, ჩრდილო ჩიფრანი, წარითა). ზღვის დონიდან 1310 მეტრი, ჯავიდან 18 კილომეტრი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 290.