დოდოთი (ჯავის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
დოდოთი[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (წონის თემი).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ყვირილის ზემოთში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ჯავიდან დაშორებულია 38 კმ-ით.
1922-1990 სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში (წონის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ (1990), მიეკუთვნა ჯავის მუნიციპალიტეტს, თუმცა მასზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდებოდა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 წლის აღწ. | 17 | - | - |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 467.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 604.