ქეშელთა (მდინარე)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქეშელთა – მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3005 მეტრზე. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ფაწას. სიგრძე 19 კილომეტრი. აუზის ფართობი 124 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია. წყალმცირობა – ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 3,2 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 504.