ბაჯიგათა
იერსახე
ბაჯიგათა[3][4] — სოფელი საქართველოში ჯავის მუნიციპალიტეტში (ვანელის თემი). მდებარეობს გუდისის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე თლიის (დიდი ლიახვის შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1880 მეტრი. ჯავიდან დაშორებულია 20 კმ-ით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 წლის აღწ. | 8 | - | - |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 257.