შინაარსზე გადასვლა

ბრითათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბრითათა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ედისა
კოორდინატები 42°31′13″ ჩ. გ. 44°11′39″ ა. გ. / 42.5205056° ჩ. გ. 44.1943806° ა. გ. / 42.5205056; 44.1943806
ცენტრის სიმაღლე 1700
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ბრითათა — საქართველო
ბრითათა

ბრითათა[3][4]სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (ედისის თემი). მდებარეობს ერმანის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ერმანისწყლის (დიდი ლიახვის სისტემა) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მეტრი. ჯავიდან დაშორებულია 35 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 56 კმ-ით.

ბრითათა მდებარეობს ისტორიულ მაღრან-დვალეთში. XIV საუკუნის მატეანე „ძეგლი ერისთავთა“ სოფელს მოიხსენებს „ბრუტასაშვილების“, ხოლო ი. გიულდენშტედტი „ბრიტაულის“ სახელით. შუა საუკუნეებში მთელი ეს მხარე შედიოდა ქსნის საერისთავოში. ბრითათაში დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ბრითათის კოშკი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989 წლის აღწ.33--