თარგის განხილვა:ჯავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მგონი ამ თარგის სახელწოდება შეცდომაა.--Surprizi განხილვაწვლილი 18:49, 14 აპრილი 2020 (UTC)

რას გვთავაზობ? --Wiki - ჯაბა 18:53, 14 აპრილი 2020 (UTC)
ალბათ ყოფილი ჯავის რაიონი. თუმცა, საერთო მიდგომაა შესამუშავებელი. მაგ., არ არსებობს აფხაზეთის მუნიციპალიტეტებიც (ერთადერთია აჟარის, რომელიც აფხ. ავტ. რესპუბლიკაში შედის თუ არა, უცნობია) ოფიციალურ დონეზე, თუმცა ქე-ში მუნიციპალიტეტებადაა შესული. გიო ოქრო 19:18, 14 აპრილი 2020 (UTC)

რა მაინტერესებს იცი? ყოფილი ჯავის რაიონს ახლა რა ეწოდება? ან მისი ტერიტორია როგორ გადანაწილდა? --Wiki - ჯაბა 19:20, 14 აპრილი 2020 (UTC)

ტერიტორიის ნაწილი (ჩასავლის და კიროვის სასოფლო საბჭოები და დაბა კვაისა) გადაეცა ონის რაიონს, ყვირილის ხეობა (ანუ ახლანდელი ჭალის თემის აღმ. ნაწილი, ყოფ. სინაგურის სოფსაბჭო) — საჩხერეს. რაიმე ისეთი ოფიციალური უწყება, სადაც მითითებული იქნება თანამედროვე მოწყობა, არ არსებობს. მხოლოდ ის შანსია, რომ ჰკითხო, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვო, თუმცა გარკვევით არაფერს წერენ, სამწუხაროდ. გიო ოქრო 19:28, 14 აპრილი 2020 (UTC)

საჩხერეს და ონს რაც გადაეცა ეს ვიცი, ცნობილია ჩემთვის და მახსოვს კიდეც რომ გადასცეს. მაგრამ დანარჩენი ტერიტორია? ამჟამად რა ეწოდება? რომელი რაიონია? მუნიციპალიტეტია? --Wiki - ჯაბა 10:13, 15 აპრილი 2020 (UTC)

საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით (იმედია ისევ არსებობს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. აქედან გამომდინარე ამჟამად არც აფხაზეთის და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ადმინისტრაციული დაყოფა არ არსებობს. არაოფიციალურად საბჭოთა დროს არსებული ყველა რაიონი გახდა მუნიციპალიტეტი და ასევე მოიხსენიება. გამონაკლისია, მხოლოდ ის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები რომელიც მგონი 2006-2008 წლებში შეიქმნა.--დათო1010 11:41, 15 აპრილი 2020 (UTC)

რეალურად ვერ ვნახე ვერანაირი ჩანაწერი ვერსად, მუნიციპალიტეტების რეესტრში არც ჯავის რაიონი არსებობს და არც ჯავის მუნიციპალიტეტი. @Surprizi: შენ რას გვთავაზობ პასუხი კიდევ ვერ მივიღე. --Wiki - ჯაბა 16:12, 15 აპრილი 2020 (UTC)

რადგან ვთვლით რომ არსებობს გაგრის, გალის და ა.შ. მუნიციპალიტეტები, მაშინ ჯავის მუნიციპალიტეტიც არსებობს.--დათო1010 16:35, 15 აპრილი 2020 (UTC)
გაგრაზე, მე პირადად, გაგრის ზონა მსმენია (სსრკ-ის დაშლის შემდგომ წყაროებში) და არა რაიონი. გიო ოქრო 16:37, 15 აპრილი 2020 (UTC)
თავდაპირველად ეგრე იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა.--დათო1010 16:40, 15 აპრილი 2020 (UTC)

მადლობა დათო. --Wiki - ჯაბა 16:57, 15 აპრილი 2020 (UTC)

@David1010: რასაც წერ, მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი. „საბჭოთა დროს არსებული ყველა რაიონი გახდა მუნიციპალიტეტი“ ეს შეცდომაა. მხოლოდ ისინი გახდნენ მუნიციპალიტეტები, რაც საქართველოს დე-ფაქტო კონტროლქვეშ იყო 2005 წელს. კანონში არის ამაზე დათქმა. ჯავის და თუნდათ აფხაზეთის არ-ის (გამონაკლისია აჟარის მუნიც.) რაიონებს მუნიციპალიტეტები არ დარქმევია, მათი სტატუსი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ განისაზღვრება (ეს სწორად გიწერია). შესაბამისად, სტატიებიც და კატეგორიებიც უნდა იყოს რაიონები და გაიმართოს ისე, როგორც იწერება სტატიები და კატეგორიები ყოფილი ადმ. ერთეულების შესახებ, რადგან ესენიი ყველა ყოფილი ად,. ერთეულებია და ამჟამად არანაირი სახით არ არსებობენ --M. განხილვაწვლილი 19:40, 22 ნოემბერი 2020 (UTC)
შენიშვნა: ჩასავლის და კიროვის სასოფლო საბჭოები და დაბა კვაისა, რომლებიც გამსახურდიამ ონის რაიონს გადასცა, თანამედროვე დაყოფით აღარ არის ონის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის დებულებაში არცერთი ეს სოფელი აღნიშნული არ არის (თუ სწორად მახსოვს, ადრე იყო). გიო ოქრო 19:46, 22 ნოემბერი 2020 (UTC)