ზემო ხვწე
იერსახე
ზემო ხვწე[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის ხვწის თემში (შიდა ქართლის მხარე).
მდებარეობს მდინარე ლიახვის (დიდი ლიახვის) ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ-ზე, დაბა ჯავიდან 4 კმ-ში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ხვწე წერილობით წყაროებში ცნობილია XVIII საუკუნიდან. 1922–1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. 1989 წლის აღწერით ზემო ხვწეში იყო 92 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 512.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 353.