ზღუბირი
ზღუბირი[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტის როკის თემში (შიდა ქართლის მხარე).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე, ჯავიდან 39 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღუბირი იხსენიება XVIII საუკუნის ისტორიულ საბუთებში, ასევე მას ასახელებს გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი ქართლის სამეფოს დაქვემდებარებულ სოფლებს შორის.[5] 1922–1990 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ნაწილი. 1989 წლის აღწერით ზღუბირში იყო 60 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები. ზღუბირში შემორჩენილია XIX საუკუნის წმ. გიორგის ჯვარგუმბათოვანი ტიპის ეკლესია.[6]
ზღუბირში დაიბადნენ ოსი მწერლები: მუხტარ შავლოხოვი და სოზირიყო ყულათი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 553.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 77.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 46.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. 1, თბ., 1962. — გვ. 67.
- ↑ მეგრელიძე ი. სიძველეები ლიახვის ხეობაში. დიდი ლიახვის ხეობა. წიგნი I, თბ., 2024. — გვ. 203-205.