წონა (ჯავის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წონასოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ბითეთა, დოდოთი, ელყანთა, ერწო, ცადიყაუ, ხალივდონი, ხამფალგომი, ხუგათა). ზღვის დონიდან 1780 მეტრი, ჯავიდან 28 კილომეტრი. ვახუშტი ბაგრატიონი წონის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„„ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში.“[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ.767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.