შინაარსზე გადასვლა

ზემო როკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო როკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო როკა
კოორდინატები 42°34′36″ ჩ. გ. 44°07′04″ ა. გ. / 42.5766694° ჩ. გ. 44.1177806° ა. გ. / 42.5766694; 44.1177806
ცენტრის სიმაღლე 1800 მ
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ზემო როკა — საქართველო
ზემო როკა

ზემო როკა[3][4] — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (როკის თემი).

მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე, ჯავიდან 34 კმ-ში.

სოფელი როკა წყაროებში („ძეგლი ერისთავთა“) პირველად XIV საუკუნეში იხსენიება ვირშელ ქვენიფნეველის დვალებზე ლაშქრობასთან დაკავშირებით. 1922–1990 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ნაწილი. 1989 წლის აღწერით ზემო ხვწეში იყო 93 მცხოვრები, ეთნიკურად ოსები. სოფელში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების გეგმით ოთხკუთხა კოშკების ნანგრევები.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.