ფაწა
იერსახე
| ფაწა | |
|---|---|
|
ფაწა | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°28′10″ ჩ. გ. 43°46′50″ ა. გ. / 42.469444° ჩ. გ. 43.780778° ა. გ. |
| შესართავი |
ლიახვი 42°21′20″ ჩ. გ. 43°54′16″ ა. გ. / 42.355806° ჩ. გ. 43.904694° ა. გ. |
| სიგრძე | 17 კმ |
| აუზის ფართობი | 220 კმ² |
| მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 4,9 მ³/წმ |
|
| |
ფაწა – მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მაღრან-დვალეთის კავკასიონში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი. აუზის ფართობი 220 კმ², სიგრძე 17 კილომეტრი. სათავე აქვს სოფელ ერწოს მიდამოებში. მარჯვნიდან ერთვის ქეშელთა. საზრდოობს უმთავრესად თოვლის ნადნობი და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქეშელთის შეერთებამდე 0,34 მ³/წმ, ქეშელთის შეერთების შემდეგ 3,5 მ³/წმ, შესართავთან – 4,9 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 243 გ. გიგინეიშვილი.