ნეაპოლის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნეაპოლის პროვინცია
Provincia di Napoli
გერბი
Provincia di Napoli-Stemma.svg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის კამპანიის რეგიონში
მოიცავს 92 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი ნეაპოლი
მოსახლეობა (2005) 3 092 859 კაცი
სიმჭიდროვე 2 640,9 კაცი/კმ²
ფართობი 1 171,13 კმ²
ნეაპოლის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 081
საფოსტო ინდექსები 80121-80147
80010-80079
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
NA
Commons-logo.svg Province of Naples

ნეაპოლის პროვინცია (იტალ. Provincia di Napoli) — პროვინცია იტალიაში, კამპანიის რეგიონში. დედაქალაქია ნეაპოლი. შედგება 92 კომუნისაგან.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ნეაპოლის პროვინცია ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია იტალიაში. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, იტალიის ექვსი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა სწორედ ნეაპოლში მდებარეობს, ზოგადად კი 11 პირველი თხუთმეტეულიდან. ფართობი 1 171,13 კმ²-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობა კი 3 092 859 ადამიანს (2005).

Map of the province of Naples.
ძირითდი კომუნები მოსახლეობა
ნეაპოლი 983 797
ჯულიანო-ინ-კამპანია 108 492
ტორე-დელ-გრეკო 88 540
პოცუოლი 82 503
კაზორია 81 871
კასტელამარე-დი-სტაბია 65 794
აფრაგოლა 63 483
მარანო-დი-ნაპოლი 58 978
პოტიჩი 57 062
ერკოლანო 55 310
ტორე-ანუნციატა 48 720

ტურიზმი[რედაქტირება]

არეალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ტურიზმისთვის. აქ მოგზაურობენ როგორც თვად იტალიელები, ასევე უცხოელები. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული რომაული ქალაქის, პომპეის ნანგრევები.[1]

ასევე ცნობილი დესტინაციებია ნეაპოლის ყურეში მდებარე კუნძულები: ისკია, პროჩიდა, კაპრი. ლაპრიზე მდებარეობს ცნობილი ლურჯი მღვიმე, რომლის შიგნითაც ზღვის წყალი თითქოს ქვეშიდან ანათებს.[2]

სორენტინის ნახევარკუნძული უკვე საკმაო ხანია რაც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ცნობილია სასმელ ლიმონჩელოთი და ზღვის საუცხოო კლიფებით. მდიდარია ვილებით, ციხესიმაგრეებით, სადარაჯო კოშკებით, ეკლესიებით და ქალაქ ვიკო-ეკუენსეს უძველესი ფერმებით.[3]

სპორტი[რედაქტირება]

პროვინციაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ეს არეალი ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ იტალიაში, რომელმაც სპორტის მიყოლა დაიწყო, როდესაც მისი სხვადასხვა სახეობა 1900-იან წლებში ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია ნაპოლი, რომელმაც ორჯერ მოიგი სერია ა და ერთხელ უეფა-ს თასი, როდესაც მის შემადგენლობაში დიეგო მარადონა თამაშობდა.

დღეისათვის პროვინციაში ფუნქციონირებს ხუთი საფეხბურთო კლუბი, რომლები იტალიის ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობენ. მათ შორის, ნაპოლი — სერია ა-ში, იუვე-სტაბია და სორენტო — მეორე დივიზიონში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]