სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
|ქვეყანა = საქართველო
|ქვეყანა = საქართველო
|დაქვემდებარება =
|დაქვემდებარება =
|პანორამა =vani.png
|პანორამა =Sulori gorge, near resort of Sulori.jpg
|პანორამის სიგანე =
|პანორამის სიგანე =
|წარწერა =
|წარწერა =მდინარე სულორის ხეობა
|დროშა =
|დროშა =
|გერბი =
|გერბი =

17:46, 9 სექტემბერი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სულორი.
სოფელი
სულორი

მდინარე სულორის ხეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სულორი
კოორდინატები 42°01′28″ ჩ. გ. 42°34′16″ ა. გ. / 42.02444° ჩ. გ. 42.57111° ა. გ. / 42.02444; 42.57111
ადრეული სახელები დვალიშვილები
ცენტრის სიმაღლე 250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1125 [1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სულორი (ვანის მუნიციპალიტეტი)

სულორი (ყოფ. დვალიშვილების თემი) — სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 250 მეტრი. ვანიდან 11 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1125 ადამიანი.

ისტორია

სოფელი ისტორიულად შედიოდა დვალიშვილების თემში. თემი 1926 წლისთვის შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4306 ადამიანს, ხოლო ფართობი 123,4 კმ2-ს.[2]სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე.

კურორტი

სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორიაა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი). ნალექები 1600 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი (ტემპერატურა 35 გრადუსი), რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო