მაგნიტოგორსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მაგნიტოგორსკი
Магнитого́рск
Magnitogorsk - Правобережный район.jpg
მაგნიტოგორსკის მარჯვენა სანაპიროს რაიონი
დროშა გერბი
Flag of Magnitogorsk (Chelyabinsk oblast).svg Coat of Arms of Magnitogorsk (Chelyabinsk oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩელიაბინსკის ოლქი
მუნიციპალიტეტი მაგნიტოგორსკი
კოორდინატები 53°23′00″ ჩ. გ. 59°02′00″ ა. გ. / 53.38333° ჩ. გ. 59.03333° ა. გ. / 53.38333; 59.03333
დაარსდა 1929
პირველი ხსენება 1743
ამჟამინდელი სტატუსი 1931
ფართობი 392,35 კმ²
ცენტრის სიმაღლე 370
კლიმატის ტიპი ზომიერი კონტინენტური
მოსახლეობა 417 563 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1064,26 კაცი/კმ²
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლობა, სუნიტი, მუსულმანები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 3519
საფოსტო ინდექსი 455xxx
საავტომობილო კოდი 74, 174
ოფიციალური საიტი magnitogorsk.ru
მაგნიტოგორსკი — რუსეთი
მაგნიტოგორსკი

მაგნიტოგორსკი (რუს. Магнитого́рск) — ქალაქი ჩელიაბინსკის ოლქში. შავი მეტალურგიის ერთ-ერთი მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი. სამხრეთ ურალის კულტურული და საქმიანი ცენტრი. იმ ქალაქებს შორის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ადმინისტრციული ცენტრები არ არიან მაგნიტოგორსკი მეოთხეა მოსახლეობის რაოდენობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა 1929 წელს მდინარე ურალის ნაპირე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1931 წლის 15 ივნისს. თუმცა მანამდე ციხესიმაგრე მაგნიტნაია 1743 წელს დააარსა რუსმა ადმირალმა და დიპლომატმა ივან ნეპლიუევმა. სახელწოდება მიიღო იქვე მდებარე მთის მაგნიტნაიას მიხედვით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მაგნიტნაიას მთისწინეთში, სამხრეთ ურალის აღმოსავლეთ კალთებზე. მდინარე ურალის ორივე ნაპირზე. ქალაქის მარჯვენა სანაპირო ევროპაა, ხოლო მარცხენა — აზია. მაგნიტოგორსკი მდებარეობს ისტორიული ბაშკირეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

ქალაქის ფართობია 392,35 კმ²[1], ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 27 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 22 კმ-ზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 310 მეტრზე.

მაგნიტოგორსკი ჩელიაბინსკიდან მდებარეობს რკინიგზის ხაზით 420 კმ-ზე, ხოლო საავტომობილო გზით 310 კმ-ზე. მოსკოვიდან დაშორებულია რკინიგზით 1916 კმ-ით, ხოლო საავტომობილო გზით 1800 კმ-ით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 84,74 %, თათრები — 5,22 %, ბაშკირები — 3,88 %, უკრაინელები — 1,56 %, ყაზახები — 1,05 %, სხვა — 4 %[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]