სოჭის ოლიმპიური პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოჭის ოლიმპიური პარკი

სოჭის ოლიმპიური პარკი2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და ზამთრის პარაოლიმპიური თამაშებისთვიის აგებული ოლიმპიური პარკი. მდებარეობს რუსეთის ფერეაციული სუბიექტის, კრასნოდარის მმხარის საკურორტო ქალაქ სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოსა და რუსეთის საზღვრიდან 4 კმ-ში. ოლიმპიური პარკი მოიცავს ოლიმპიურ სტადიონს ფიშტი, სადაც ძირითადი ცერემონიები და შიდა სპორტული სახეობების, როგორიცაა ყინულის ჰოკეი, ფიგურული სრიალი, კერლინგი და სწრაფი სრიალი შეჯიბრებები ჩატარდა. ოლიმპიური პარკი მოიცავს საწვრთნელ ცენტრებს, ოლიმპიურ სოფელს, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ოლიმპიური პარკრი იე დაპროექტდა, რომ მისი ყოველი ნაწილი საფეხმავლო მანძილზეა. არენები განლაგებულია წყლის აუზის - „ოლიმპიური პარკის წყალი“ - ირგვლივ, რომელიც კალიფორნიულმა კომპანიამ WET Design შექმნა (ამავე კომპანიამ შექმნა რეზერვუარი 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. შადრევნის დიამეტრი 5/3 მეტრია, 700 000 გალონ წყალს იტევს და მუსიკის თანხლებით ნისლისა და ქორეოგრაფიული წყლის გამოსახულებების წარმოქმნა შეუძლია.[1][2][3][4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოჭის ოლიმპიური პარკის რუკა (2014)

კომპლექსის მშენებლობა იმერეთის დაბლობში 2007 წელს დაიწყო. იმერეთის დაბლობი 1911 წლიდან ფრინველთა დაცვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში ფრინველთა დაცვის სივრცე დაირღვა. არენათა უმრავლესობა 2013 წელს აიგო.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის შემადგენლობაში შედის ალდერის სავაჭრო და საგამოფენო ცენტრი (ალდერ-არენა), რომელიც 8 000 ადგილს მოიცავს და სწრაფი სრიალის შეჯიბრებებისთვის აიგო. ოლიმპიური თამაშების შემდეგო არენა საგამოფენო დარბაზად და სავაჭრო ცენტრად გადაკეთდა.[6] კომპლექსის შემადგენლობაშია ყინულის სასახლე „დიდი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და 2012 წელს გაიხსნა. 2013 წელს სასახლმე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის 18 წლამდელთა შორის ჩემპიონატსა და პირველი არხის ჩემპიონატს უმასპინძლა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ყინულის დიდ სასახლეში ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი გაიმართა. ყინულის სასახლე მთავარი აენა იყო როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა დისციპლინაში. ყინულის მოეანი მანათობელი დიოდებითაა განათებული. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სასახლე გასართობ ცენტრად და საკონცერტო არენად გადაკეთდა.[7] [8]

სოჭის ოლიმპიური პარკის ხედი

ოლიმპიური სტადიონი „ფიშტი“ სოჭის ოლიმპიური პარკის მთავარი არენაა. აქ გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდა და დახურვის ცერემონიები. სტადიონი 40 000 მაყურებელს იტევს.[9] ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სტადიონი ერთ-ერთი იყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 11 სტადიონს შორის და 2017 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის მატჩებს.[10] სოჭის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს კერლინგის ცენტრიც, რომელიც 3 000 მაყურებელს იტევს და კერლინგის ჩემპიონატებს მასპინძლობს.[11] კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ყინულის სასახლე „აისბერგი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და ფიგურული სრიალისა და მოკლე მანძილზე სწრაფი სრიალის ღონისძიებებს მასპინძლობს. სამომავლო გეგმების მიხედვით, არენა ველოდრომად უნდა გადააკეთონ.[12]

საფეხბურთო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი დრო (მოსკოვის დროით) ტური გუნდი #1 შედეგი გუნდი #2 მაყურებელთა რაოდენობა
19 ივნისი 2017 (2017-06-19) 18:00 ჯგუფი B ავსტრალიის დროშა ავსტრალია 2–3 გერმანიის დროშა გერმანია 28,605
21 ივნისი 2017 (2017-06-21) 21:00 ჯგუფი A მექსიკის დროშა მექსიკა 2–1 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 25,133
25 ივნისი 2017 (2017-06-25) 18:00 ჯგუფი B გერმანიის დროშა გერმანია 3–1 კამერუნის დროშა კამერუნი 30,230
29 ივნისი 2017 (2017-06-29) 21:00 ნახევარფინალი გერმანიის დროშა გერმანია 4–1 მექსიკის დროშა მექსიკა 37,923
თარიღი დრო (მოსკოვის დროით) ტური გუნდი #1 შედეგი გუნდი #2 მაყურებელთა რაოდენობა
15 ივნისი 2018 (2018-06-15) 21:00 ჯგუფი B პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3-3 ესპანეთის დროშა ესპანეთი TBD
18 ივნისი 2018 (2018-06-18) 18:00 ჯგუფი G ბელგიის დროშა ბელგია 3-0 პანამის დროშა პანამა
23 ივნისი 2018 (2018-06-23) 21:00 ჯგუფი F გერმანიის დროშა გერმანია 2-1 შვედეთის დროშა შვედეთი
26 ივნისი 2018 (2018-06-26) 17:00 ჯგუფი C ავსტრალიის დროშა ავსტრალია 0-2 პერუს დროშა პერუ
30 ივნისი 2018 (2018-06-30) 21:00 მერვედფინალი ურუგვაის დროშა ურუგვაი 2-1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
7 ივლისი 2018 (2018-07-07) 21:00 ნახევარფინალი რუსეთის დროშა რუსეთი 1(3)-1(4) ხორვატიის დროშა ხორვატია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Madler, Mark (24 February 2014). „WET Design Runs Rings Around Rivals“. San Fernando Business Journal. Los Angeles, California: California Business Journals. ციტირების თარიღი: 26 February 2014.
  2. „Sochi's mixed feelings over Olympics“. BBC News. 26 November 2008. ციტირების თარიღი: 17 January 2014.
  3. Russian Deputy PM leads Sochi delegation to inspect Munich Olympic Park Inside the Games, 22 May 2010
  4. California-based WET makes the waters dance at Sochi. Gizmag. ციტირების თარიღი: 26 February 2013.
  5. Посмотрели свысока Yugopolis, 16 July 2013
  6. Vasilyeva, Nataliya. (2 February 2014) Medvedev calls for plan for post-Olympic Sochi venues. Associated Press. ციტირების თარიღი: 26 December 2014
  7. Wolken, Dan (22 February 2014). „Architect: Sochi Olympics unique hockey roof is 'our pride'. USA Today. ციტირების თარიღი: 4 March 2014.
  8. Sochi2014.com profile of the Bolshoi Ice Palace. Accessed 31 December 2010.
  9. Sochi2014.com profile of Central Stadium. Accessed 31 December 2010.
  10. FIFA Picks Cities for World Cup 2018. RIA Novosti, Moscow (29 September 2012). ციტირების თარიღი: 7 February 2014.
  11. Sochi2014.com profile of the Olympic Curling Centre. დაარქივებული 24 November 2011 საიტზე Wayback Machine. Accessed 31 December 2010.
  12. Sochi2014.com profile of the Sochi Olympic Skating Centre. Accessed 31 December 2010.