ბრიანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბრიანსკი
Брянск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ბრიანსკის ოლქი
საქალაქო მხარე ქალაქ ბრიანსკის საქალაქო მხარე
შიდა დაყოფა 4 რაიონი: ბეჟიცის, ვოლორადის, საბჭოთა, ფოკინის
კოორდინატები 53°15′00″ ჩ. გ. 34°22′00″ ა. გ. / 53.25000° ჩ. გ. 34.36667° ა. გ. / 53.25000; 34.36667
ქალაქის თავი ალექსანდრ ხლიმანკოვი
დაარსდა 985
პირველი ხსენება 1146
ადრეული სახელები დებრიანსკი
ფართობი 230 კმ²
ცენტრის სიმაღლე 190
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტური
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 399 579 (1 იანვარი, 2021)[1]
ეროვნული შემადგენლობა რუსები და სხვები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 4832
საფოსტო ინდექსი 241000
ოფიციალური საიტი bryansk032.ru
ბრიანსკი — რუსეთი
ბრიანსკი
ბრიანსკი — ბრიანსკის ოლქი
ბრიანსკი

ბრიანსკიქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ბრიანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ბრიანსკი მდებარეობს შუა რუსეთის მაღლობის დასავლეთ მხარეზე, მდინარე დესნას ორივე ნაპირას; მდინარეების, ბოლვასა და სნეჟეტის შესართავთან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის 2010 წლის 25 მარტის ბრძანებით ბრიანსკს მიენიჭა საპატიო წოდება „სამხედრო დიდების ქალაქი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პირველად იპატიევსკის ქრონიკებში იხსენიება „დებრიანსკის“ სახელით, 1146 წლამდე, მოგვიანებით იგივე სახელი გვხვდება სააღდგომო, ლავრენტისა და სამების მატიანეებსა და სხვა წყაროებში.

ბრიანსკის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. 1976-1979 წლების ჩაშინის ყორღანის გათხრებიდან მიღებული არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრიანსკის ტერიტორიაზე ქალაქი არსებობდა X საუკუნის ბოლო მეოთხედში. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბრიანსკის დაარსების პირობით თარიღად ითვლება 985 წელი.

XIII საუკუნეში (შესაძლოა, მონღოლ-თათართა შემოსევების შემდეგ) ქალაქი ჩაშინის ყორღანიდან პოკროვის მთაზე გადაიტანეს.

ბრიანსკი

უძველესი ბრიანსკი ჩერნიგოვის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. 1239 წელს მონღოლ-თათრების მიერ ჩერნიგოვის, ნოვგოროდ-სევერსკისა და ჩერნიგოვის სამთავროს სხვა ქალაქების განადგურების შემდეგ, 1246 წელს სამთავროს ცენტრი ბრიანსკში გადაიტანეს. ამ სახით ჩამოყალიბდა ბრიანსკის სამთავრო, ხოლო ბრიანსკის პირველი მთავარი გახდა რომან მიხაილოვიჩი. თუმცა მისი მემკვიდრის ბერად აღკვეცის შემდეგ ბრიანსკისა და ჩერნიგოვის მმართველის ადგილები ვაკანტური გახდა და ბრიანსკი სმოლენსკის სამთავროს გავლენის ქვეშ მოექცა. 1310 წელს ბრიანსკი თათრებისგან გათავისუფლდა.

1356 წელს ლიტვის მთავარმა ოლგერდმა დაიპყრო ბრიანსკი და ლიტვის დიდ სამთავროს შეუერთა. 1500 წელს ქალაქი ივანე III-მ აიღო და რუსულ სახელმწიფოს მიუერთა. XVI საუკუნეში დაიწყო ახალი ომი ლიტვასთან, რომლის მსვლელობისასაც ბრიანსკი რუსული ძალების საყრდენი წერტილი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ბრიანსკი განხეთქილების ვაშლი იყო პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის სამეფოს შორის.

1607 წელს ქალაქს ორჯერ დაესხა ცრუდიმიტრი II. მიუხედავად გამუდმებული სამხედრო საფრთხისა, ქალაქი იზრდებოდა, ხოლო მოსახლეობა მრავლდებოდა.

XVIII საუკუნიდან ბრიანსკზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომლებიც მალოროსიას აკავშირებდნენ მოსკოვთან; ამ პერიოდიდან იწყება ვაჭრობის აღმავლობა. პეტრე I-ის დროს ქალაქი ხელახლა გამაგრდა. 1783 წელს ბრიანსკში დაარსდა არსენალი, სადაც საალყო და საველე არტილერია მზადდებოდა.

1709 წელს ქალაქი კიევის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, 1727 წელს სევის პროვინციაში შემავალი ბრიანსკი გადავიდა ბელგოროდის გუბერნიაში, ხოლო 1778 წლიდან შევიდა ახლადჩამოყალიბებულ ორლოვის სანაცვლოში. XIX საუკუნეში ბრიანსკი ბრიანსკის სამრეწველო რაიონის ცენტრი გახდა; 1873 წელს შეიქმნა ბრიანსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა, XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კი ბრიანსკი მსხვილ სარკინიგზო წერტილად ჩამოყალიბდა.

1920—1929 წლებში ქალაქი ბრიანსკის გუბერნიის ცენტრი იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 6 ოქტომბერს ქალაქი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს. ბრიანსკის ტყეებში მოქმედებდა პარტიზანული დანაყოფი, რომელიც ჯამში 60 ათას მებრძოლს ითვლიდა. მშვიდობიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა.

1943 წლის 17 სექტემბერს ბრიანსკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლა, დღესდღეობით ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ქალაქის დღე.

1944 წლის 5 ივლისს ჩამოყალიბდა ბრიანსკის ოლქი; ბრიანსკი კი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

1950 წელს ბრიანსკის შემადგენლობაში შევიდა მუშათა დასახლება ურიცკი და სოფელი ყარაჩიჟი, ხოლო 1956 წელს — ქალაქი ბეჟიცა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიანსკი დაყოფილია 4 საქალაქო რაიონად. ესენია: ბეჟიცის (შედის დასახლება რადიცა-კრილოვკა), ვოლოდარის (შედის დასახლება დიდი პოლპინო), საბჭოთა და ფოკინის.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ბრიანსკმა მოსახლეობის რაოდენობით 41-ე ადგილი დაიკავა რუსეთის ქალაქებს შორის. დღესდღეობით ქალაქში 405 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიანსკი მსხვილი სამრეწველო ცენტრია. მრეწველობის ძირითადი სფეროებია: მანქანათმშენებლობა და მეტალის გადამუშავება. აგრეთვე ვითარდება ქიმიური, ელექტროტექნიკური, ელექტრონული, ხისგადამამუშავებელი, ქსოვილებისა და კვების მრეწველობა.

მსხვილი საწარმოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიანსკ-ორლოვსკის სადგური

ბრიანსკი მსხვილი სარკინიგზო კუთხეა: სარკინიგზო ხაზები ქალაქის გავლით გადის მოსკოვამდე, კიევამდე, ხარკოვამდე, სმოლენსკამდე და ვიაზმამდე, სადაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადატანა. იგეგმება სწრაფმავალი მატარებლის ამოქმედება კიევამდე.

ბრიანსკზე გადის ფედერალური ავტოსტრადა: მოსკოვიკიევი, ბრიანსკი — ნოვოზიბკოვიკობრინი.

ბრიანსკის გავლითაა ნავთობმაგისტრალი „დრუჟბა“, გაზმაგისტრალი დაშავა — მოსკოვი, შებელინკა — მოსკოვი.

ქალაქში მდებარეობს სარკინიგზო სადგურები: ბრიანსკი-ორლოვსკი და ბრიანსკი-ლგოვსკი (შესაბამისად, ბრიანსკი-I და ბრიანსკი-II), ორჯონიკიძეგრადი; ავტობუსების სადგური პერესვეტის ქუჩაზე და ავტობუსების სადგური ბეჟიცაში. ქალაქის დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს ბრიანსკის საერთაშორისო აეროპორტი.

მგზავრთა გადაყვანა სრულდება სამარშრუტო ტაქსებით (1400 მანქანაზე მეტი 54 მუდმივ მარშრუტზე), ტროლეიბუსებით (10 რეგულარული მარშრუტით), ავტობუსებით (36 მარშრუტი) და ასევე ქალაქისპირა ელექტრომატარებლებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა (ტროლეიბუსი, ავტობუსი) ღირს 12 რუბლი, სამარშრუტო ტაქსებით — 14 რუბლი, ხოლო 23:00 საათის შემდეგ — 16 რუბლი (2014 წლის მაისის მონაცემებით).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების მუნიციპალური სისტემა შედგება 187 საგანმანათლებლო დაწესებულებისგან:

  • 76 საჯარო სკოლა (მათ შორის 3 ლიცეუმი, 9 გიმნაზია);
  • 98 სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება (14 600 აღსაზრდელი);
  • 10 ცენტრი და ხელოვნების სახლი;
  • 2 სასწავლო-სამეწარმეო კომბინატი ბეჟიცისა და საბჭოთა რაიონებში;

5 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება:

მათ გარდა ბრიანსკში გახსნილია 18 უმაღლესი სასწავლებლის ფილიალები:

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრამატული თეატრი

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია და რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორ ციფრულ საეთერო თანამგზავრთან და ანალოგური ეთერის რამდენიმე ათეულ ფედერალურ არხთან ერთად, ბრიანსკში მოქმედებს ადგილობრივი ტელეკომპანიები:

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის ფედერაციის საპატიო წოდება „სამხედრო დიდების ქალაქი“ (25 მარტი, 2010) — სიმამაცის, გამძლეობისა და მასიური გმირობისთვის, რომელიც გამოავლინეს ქალაქის მცველებმა მამულის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1979) — წარმატებისთვის სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში, დამსახურებისთვის რევოლუციურ მოძრაობაში, მუშათა სიმამაცისა და გამძლეობისთვის დიდი სამამულო ომის წლებში, აქტიური მონაწილეობისთვის პარტიზანულ მოძრაობებში.
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1985) — მიღწევებისთვის სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში და დაარსებიდან 1000 წლის იუბილესთვის.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში რამდენიმე დანგრეული არქიტექტურული ძეგლია.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дмитриев Ф. История Брянска. — Орёл, 1894.
  • Малеванов Н. Первые описания городов Брянщины (Брянск, Трубчевск, Севск). // Брянский рабочий, 1960, от 22 сентября.
  • Пясецкий Г. Исторические очерки г. Брянска. — Орёл, 1884. — Часть 1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]