ულან-უდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ულან-უდე
Улан-Удэ
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა Zheleznodorozhny District, Sovetsky District და Oktyabrsky District
კოორდინატები 51°50′00″ ჩ. გ. 107°37′00″ ა. გ. / 51.83333° ჩ. გ. 107.61667° ა. გ. / 51.83333; 107.61667
მმართველი Aleksandr Gołkow[1] და Igor Yurievich Shutenkov
დაარსდა 1666
ფართობი 347.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ბურიატული ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 411 646 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+9
სატელეფონო კოდი 3012
საფოსტო ინდექსი 3464xx
ოფიციალური საიტი ulan-ude-eg.ru
ულან-უდე — რუსეთი
ულან-უდე

ულან-უდე (რუს. Улан-Удэ) — ქალაქი რუსეთში. ბურიატეთის დედაქალაქი. აღმოსავლეთ ციმბირის მსხვილი სამრეწველო ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 411 646 ადამიანი. მდებარეობს მთათაშორის ქვაბულში, მდინარე სელენგის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე უდის შესართავთან, ბაიკალის ტბიდან 130 კილომეტრში. ქვაბული წარმოადგენს ფართო დადაბლებას, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსაზღრულია ხამარ-დაბანისა და ულან-ბურგასის შტოქედებით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ცაგან-დაბანის ქედით. ხამარ-დაბანის მთისწინა მთები შემოგარენში 1114 მ აბსოლუტურ სიმაღლეს აღწევს. ულან-ბურგასისთვის დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი (800-1000 მ). ქალაქის სიმაღლებრივი ნიშნულები 500-800 მ ფარგლებში მერყეობს. მრავალგვარია ნიადაგური საფარი. ქალაქის ტერიტორია მოქცეულია ზომიერ კლიმატურ ზონაში. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა −0,1 °C უდრის. წლის ყველაზე თბილი თვეა ივლისი (+35,8 °C), ყველაზე ცივი — იანვარი (−35,4 °C).

დაარსდა 1666 წელს როგორც უდინსკოე. 1689 წლიდან იყო სიმაგრე ვერხნეუდინსკაია. 1775 წლიდან ქალაქია. 1934 წლიდან ულან-უდე ეწოდება. 2007 წლის დასაწყისისთვის ქალაქში მოქმედებდა 59 მსხვილი და საშუალო და 282 პატარა საწარმო. ულან-უდე მსხვილი სარკინიგზო კვანძია. ნავმისადგომი მდინარე სელენგაზე. საქალაქო ტრანსპორტი მოიცავს ტრამვაის, ავტობუსს, სამარშრუტო ტაქსს. 1912 წლიდან მოქმედებს სატელეფონო კავშირი. არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი. ბევრია ღირსშესანიშნავი ობიექტი: ოდიგიტრიის ტაძარი, კლასიციზმის სტილის საცხოვრებელი სახლები, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]