კურსკი
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კურსკი რუს. Курск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 51°44′14″ ჩ. გ. 36°11′14″ ა. გ. / 51.73722° ჩ. გ. 36.18722° ა. გ. | ||||
მმართველი | იგორ კუცაკი | ||||
დაარსდა | 1032[1] | ||||
ფართობი | 190.75 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 250 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 440 052 (2021)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 4712 | ||||
საფოსტო ინდექსი | 305000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.kurskadmin.ru/ | ||||
კურსკი (რუს. Курск) — ქალაქი რუსეთში, კურსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების სეიმისა და მისი შენაკადის ტუსკარის ნაპირებზე. მოსახლეობა 450 977 ადამიანი (2021). რუსეთის ერთ-ერთი კულტურული და რელიგიური ცენტრია. დაარსდა სავარაუდოდ IX საუკუნეში როგორც სევერიანების გამაგრებული დასახლება. პირველად მოიხსენიება 1032 წელს, ხოლო ქალაქია 1095 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ, 1941 წლის 4 ნოემბერს ხელში ჩაიგდეს გერმანელებმა; ხარკივის ოპერაციის შედეგად 1943 წლის 8 თებერვალს ქალაქი გათავისუფლდა. კურსკის ბრძოლის დროს 1943 წლის 5 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით კურსკის შვერილზე საკვანძო სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა, ომში გერმანელებმა ქალაქზე მასიური ავიადარტყმები მიიტანეს.