ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუტანის ადმინისტრაციული დაყოფა)
Jump to navigation Jump to search

ბჰუტანი დაყოფილი ოთხ ძონგდეიდ (ინგლ. dzongdey), რომელთა შემადგენლობაშიც შედის 20 ძონგხაგი (ძონგ-კე རྫོ་ཁག། ,ინგლ. dzongkhag). ყოველი ძონგხაგი, თავის მხრივ, იყოფა გევოგებად (ინგლ. gewog), რომლებიც ხანდახან გაერთიანებულია დუნგხაგებში (ინგლ. dungkhag).

ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფა

ძონგდეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ძონგდეი.

1988 წელს ბჰუტანის ძონგხაგები გაერთიანდა ოთხ ძონგდეიში, რათა შექმნილიყო შუალედური მართვა ძონხაგებსა და სახელმწიფოს შორის.[1]

ძონგდეი
(ზონა)
ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობის
რაოდენობა,
(2005) ადამ.
მოსახლეობის
სიმჭიდროვე,
ადამ./კმ²
ძონგხაგების
რაოდენობა
დასავლეთი თიმფუ 8345 281244 33,70 5
ცენტრალური დამფუ 11023 88855 8,06 5
სამხრეთი გელეფუ 8499 89720 10,56 4
აღმოსავლეთი მონგარი 10949 175163 16,00 6
მთლიანი ბჰუტანის თიმფუ 38 816 634 982 16,36 20

ძონგხაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ძონგხაგი.

ძონგხაგი (ძონგ-კე. རྫོ་ཁག།; ინგლ. Dzongkhag), ძონგ-კეს ენაზე ბჰუტანის პირველი დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ძონგხაგები დაყოფილია გევოგებად (ინგლ. gewogs). ზოგიერთ დიდ ძონგხაგს აქვს ერთი ან მეტი შუალედური ერთეული, რომლებსაც ეწოდება დუნგხაგი (ინგლ. dungkhag), რომელიც აგრეთვე იყოფა გევოგებად.

ძონგხაგების დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

No. ძონგხაგი ოფიციალური
დასახელება
(ინგლ.)[2]
წინა ან სხვა დასახელებები
(ინგლ.)[1]
ძონგ-კე რომანიზაცია 1 ძონგდეი
1. ბუმთანგი Bumthang བུམ་ཐང་ Bºumtha სამხრეთი
2. ჩუხა Chhukha Chukha ཆུ་ཁ་ Chukha დასავლეთი
3. დაგანა Dagana Dhakana, Tagana, Daga དར་དཀར་ནང་ Dºagana ცენტრალური
4. გასა Gasa མགར་ས་ Gâsa ცენტრალური
5. ჰაა Haa Ha ཧད་ / ཧཱ་ დასავლეთი
6. ლჰუენცე Lhuentse Lhuntshi, Lhuntsi, Lhuntse ལྷུན་རྩེ་ Lhüntsi აღმოსავლეთი
7. მონგარი Mongar Monggar, Mongor མོང་སྒར་ Mongga აღმოსავლეთი
8. პარო Paro Rinpung སྤ་གྲོ་ Paro დასავლეთი
9. პემა-გატშელი Pema Gatshel Pemagatsel, Pemagatshel པདྨ་དགའ་ཚལ་ Pemagatshä აღმოსავლეთი
10. პუნაქა Punakha Punaka སྤུ་ན་ཁ་ Punakha ცენტრალური
11. სამდრუპ-ჯონგხარი Samdrup Jongkhar Samdrup, Samdrup Jongkha བསཾ་གྲུབ་ལྗོངས་མཁར་ Samdru Jongkha აღმოსავლეთი
12. სამცე Samtse Samchi བསམ་རྩེ་ Samtsi დასავლეთი
13. სარპანგი Sarpang Geylegphug, Gaylegphug, Gelephu (Sarbhang) གསར་སྦང་ Sarbang სამხრეთი
14. თიმფუ Thimphu Tashi Chho Dzong, Thimbu ཐིམ་ཕུག་ Thimphu დასავლეთი
15. ტრაშიგანგი Trashigang Tashigang བཀྲ་ཤིས་སྒང་ Trashigang აღმოსავლეთი
16. ტრაშიიანგცე Trashiyangtse Tashi Yangtse, Trashi Yangtse, Trashiyangtsi, Trashiyangste བཀྲ་ཤིས་གཡང་རྩེ་ Trashi’yangtse აღმოსავლეთი
17. ტრონგსა Trongsa Tongsa ཀྲོང་གསར་ Trongsa სამხრეთი
18. ცირანგი Tsirang Chirang རྩི་རང་ Tsirang ცენტრალური
19. ვანგდი-ფოდრანგი Wangdue Phodrang Wangdi Phodrang, Andguphodang, Wangdue,
Wangdue Phodrang, Wangdupotrang, Wangü-Phodrang
དབང་འདུས་ཕོ་བྲང་ 'Wangdi Phodrºa ცენტრალური
20. ჟემგანგი Zhemgang Shemgang གཞལ་སྒང་ Zhºämgang სამხრეთი

1 used by Dzongkha Development Authority (reflects pronunciation)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფა 1987—1992 წლებში (18 ძონგხაგი — არ იყო ტრაშიიანგცე და გასა)

ძველად ბჰუტანში იყო ცხრა რაიონი: ბიაკარი (ინგლ. Byakar), დუკიე (ინგლ. Dukye), ჰა (ინგლ. Ha), პარო (ინგლ. Paro), პუნახა (ინგლ. Punakha), ტაგანა (ინგლ. Tagana), თიმბუ (ინგლ. Thimbu), ტონგსა (ინგლ. Tongsa) და ვანგდი-ფოდრანგი (ინგლ. Wangdue Phodrang). ამ ცხრა რაიონს მართავდნენ პენლოპები (ინგლ. penlops). მოგვიანებით ქვეყანა დაიყო ძონგხაგებად. 1987 წელს გასის ძონგხაგის ტერიტორია გაიყო პუნახასა და თიმფუს ძონგხაგებს შორის. ხოლო ჩუხის ძონგხაგი წარმოიქმნა სამცეს, პაროსა და თიმფუს ძონგხაგების ნაწილებისგან. 1992 წელს გასის ძონგხაგი გამოეყო პუნახის ძონგხაგს, ხოლო ტრაშიიანგცე გამოეყო ტრაშიგანგის ძონგხაგს.[1]

ძონგხაგების მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ ძონგხაგს მართავს ადმინისტრაციის მთავარი, რომელსაც ეწოდება ძონგდაგი (ინგლ. dzongdag). თავდაპირველად ძონგდაგებს ნიშნავდა ბჰუტანის მეფე, მაგრამ 1982 წლიდან მათ ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის სამეფო კომისია. ძონგდაგი თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით განაგებს მთელ ძონგხაგს. ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში მას ეხმარება ძონგრაბი (ინგლ. dzongrab) (ადმინისტრაციის მთავრის თანაშემწე). Dzongkhag Yargye Tshogchungs, რომლებიც შედგებიან მოსახლეობის წარმომადგენლებისა და ძონგხაგების ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ეხმარებიან ძონგდაგს მისი ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში. ძონგდაგს ასევე ეხმარებიან გაპები (ინგლ. Gups), რომლებიც ძონგხაგების გევოგებში (ინგლ. gewogs) ირჩევა. ბჰუტანის მეოთხე მეფის, ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის ინიციატივით 1981 წელს დაიწყო მთავრობის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვა The Dzongkhag Yargye Tshogchung-ის (DYT) (ინგლისური) ფორმირება (განვითარების რაიონული კომიტეტები) თითოეულ ძონგხაგში. ყოველი ძონგხაგის DYT შედგება ძონგხაგის ოფიციალური პირებისგან, მთავრებისგან და გევოგებისა და დუნგხაგების წარმომადგენლებისგან.

დუნგხაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დუნგხაგი.

დუნგხაგი (ინგლ. Dungkhag) — ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. დუნგხაგები გევოგებთან ერთად შედის ძონგხაგებში და აერთიანებს რამდენიმე გევოგს. დუნგხაგები არ ფარავს ძონგხაგის მთელ ტერიტორიას (გამონაკლისია სარპანგი). მოსახლეობის მიხედვით ექვსი ყველაზე დიდი ძონგხაგისა და ჟემგანგის ძონგხაგის შემადგენლობაში შედის ერთიდან სამ დუნგხაგამდე. დუნგხაგების საერთო რაოდენობა ბჰუტანში არის 15[2].

სტატისტიკური ინფორმაცია ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

No. ძონგხაგი ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობის
რაოდენობა,
(2005) ადამ.
მოსახლეობის
სიმჭიდროვე,
ადამ./კმ²
ძონგდეი დუნგხაგები[2] გევოგები ქალაქები
1. ბუმთანგი ჯაკარი 2490 16116 6,47 Southern - 4 5
2. ჩუხა ციმაშამი 1991 74387 37,36 Western 1 11 6
3. დაგანის ძონგხაგი დაგანა 1276 18222 14,28 Central 1 14 5
4. გასის ძონგხაგი გასა 4089 3116 0,76 Central - 4 1
5. ჰაა ჰაა 1319 11648 8 83 Western 1 6 1
6. ლჰუენცე ლჰუენცე 2881 15395 5,34 Eastern - 8 2
7. მონგარი მონგარი 1638 37069 22,63 Eastern 1 17 4
8. პარო პარო 1693 36433 21,52 Western - 10 2
9. პემა-გატშელი პემა-გატშელი 593 13864 23,38 Eastern 1 11 7
10. პუნაქას ძონგხაგი პუნაქა 845 17715 20,96 Central - 11 1
11. სამდრუპ-ჯონგხარი სამდრუპ-ჯონგხარი 2207 39961 18,11 Eastern 2 11 5
12. სამცე სამცე 1725 60100 34,84 Western 2 15 3
13. სარპანგი სარპანგი 2048 41549 20,29 Southern 1 12 2
14. თიმფუ თიმფუ 1617 98676 61,02 Western 1 10 1
15. ტრაშიგანგი ტრაშიგანგი 2171 51134 23,55 Eastern 3 15 6
16. ტრაშიიანგცე ტრაშიიანგცე 1459 17740 12,16 Eastern - 8 2
17. ტრონგსა ტრონგსა 1815 13419 7,45 Southern - 5 1
18. ცირანგი დამფუ 632 18667 29,54 Central - 12 1
19. ვანგდი-ფოდრანგი ვანგდი-ფოდრანგი 4181 31135 7,39 Central - 15 3
20. ჟემგანგი ჟემგანგი 2146 18636 8,68 Southern 1 8 3
  მთელი ბჰუტანი თიმფუ 38816 634982 16,36   15 207 61

გევოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გევოგი.

გევოგი (ინგლ. gewog, geog) — ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. აერთიანებს რამდენიმე სოფელს და ადგენს შუალედურ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს დასახლებულ პუნქტებსა და ძონგხაგებს შორის. ბჰუტანის 20 ძონგხაგი დაყოფილია 206 გევოგად[2].

თითოეულ გევოგს მართავს, ე.წ. გაპი (ინგლ. gup). 1991 წლიდან გევოგები ოფიციალურად გახდა ადმინისტრაციული ერთეულები.

ჩივოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩივოგი.

ჩივოგი (ძონგ-კე. སྤྱི་འོག་ [spyi-'og] — „chewog“) — ბჰუტანის მესამე დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციული ერთეული. ასევე წარმოადგენს საამომრჩევლო სეგმენტს. ქვეყანაში 1044 ჩივოგია. როგორც წესი, თითოეულ გევოგში 5-6 ჩივოგია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]