კარლოს ბაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს ბაკა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლოს არტურო ბაკა აჰუმადა
დაბადების
თარიღი
8 სექტემბერი, 1986
დაბადების
ადგილი
პუერტო-კოლუმბია, კოლუმბია
სიმაღლე 181 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მილანი
ნომერი 70
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2011 ატლეტიკო ხუნიორი 97 (50)
2006 ბარანკილია (იჯარით) 27 (12)
2007–2008 მინერვენ ბოლივარი (იჯარით) 29 (12)
2008 ბარანკილია (იჯარით) 19 (14)
2012–2013 ბრიუგე 45 (28)
2013–2015 სევილია 72 (34)
2015– მილანი 62 (30)
ეროვნული ნაკრები
2012– კოლუმბია 40 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 მარტი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 მარტი, 2017

კარლოს ბაკა (ესპ. Carlos Arturo Bacca Ahumada; დ. 8 სექტემბერი, 1986, პუერტო-კოლუმბია, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. ამპლუით თავდამსხმელი, თამაშობს მილანში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატლეტიკო ხუნიორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკამ პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2006 წელს ატლეტიკო ხუნიორში სადაც სათამაშოდ ბევრი შანსი არ ეძლეოდა.

ფეხბურთის თამაშის პარალელურად ბაკა მუშაობდა ავტობუსის მძღოლის ასისტენტად დამატებით ფულის გამოსამუშავებლად რადგანაც მისი ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო. 2007 წელს იგი იჯარის სახით გადავიდა ბარანკილიაში სადაც 27 თამაშიდან 12 გოლი გაიტანა.შემდეგ კი ვენესუელულ კლუბ მინერვენში გადავიდა ერთ წლიანი იჯარით. ბაკამ გუნდი ლიგაში მეორე ადგილას გაიყვანა გაიტანა რა 12 გოლი 29 მატჩში. 2008 წელს ბაკა კვლავ დაბრუნდა ბარანკილიაში სადაც 14 გოლი გაიტანა 19 მატჩში.

ატლეტიკო ხუნიორში დაბრუნების შემდეგ ბაკამ სწრაფად მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და გახდა 2009 წლის კოლუმბიის თასის ბომბარდირი.2010 და 2011 წლებში ბაკა გახდა პრომერა A-ს ბომბარდირი.

ბაკას ეს გაბრწყინება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისეთ ევროპულ კლუბებს როგორებიც არიან მოსკოვის ლოკომოტივი და კიევო. მოსკოვის ლოკომოტივი ძალიან ახლოს იყო ბაკასთან კონტრაქტის გაფორმებასთან მაგრამ მათ არჩევანი ეკვადორელ თანდამსხმელ ფელიპე საისედოზე შეაჩერეს.

ბრიუგე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის დასაწყისში ბაკამ ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს ბელგიურ კლუბ ბრიუგესთან.

ბაკას დებიუტი შედგა 21იანვარს 2012 წელს, შეცვალა რა ლიორ რაფაელოვი 68 წუთზე.

სევილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 ივლისს 2013 წელს ბაკა შეუერთდა ესპანურ კლუბ სევილიას. მისი პირველი გოლი ევროპა-ამერიკის თასზე გაუტანა ბარსელონა ს.კ.-ს 26 ივლისს.

2014 წლის უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო გაიტანა პენალტი ბენფიკას კარში

2014 წლის 30 სექტემბერს ბაკამ 2018 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფა-ს ევროპის ლიგა.

მილანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 2 ივლისს ბაკა შეუერთდა იტალიურ გრანდ მილანს €30 მილიონის სანაცვლოდ.

მისი დებიუტი შედგა ინტერის წინააღმდეგ ქალაქ შენძენში, ჩინეთში. ბაკას ოფიციალური დებიუტი შედგა იტალიის საფეხბურთო თასზე 17 აგვისტოს პერუჯას წინააღმდეგ სან სიროზე. პირველი გოლი კი 29 აგვისტოს გაიტანა ემპოლის წინააღმდეგ.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკამ პირველი გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა დებიუტშივე 11 აგვისტოს 2010 წელს ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]