საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საჯავახო.
სოფელი
საჯავახო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი საჯავახო
კოორდინატები 42°06′15″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. / 42.10417° ჩ. გ. 42.30000° ა. გ. / 42.10417; 42.30000
ადრეული სახელები ორპირი, ბარსაჯავახო
ცენტრის სიმაღლე 25
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 658[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

საჯავახოსოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სოფელში არის სილის კარიერი. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მოქმედებს საბავშვო ბაღი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: ღვთისმშობლის შობის ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ორპირი. ასევე მოიხსენიებოდა ბარსაჯავახოს ან ბარის სახელით. სახელწოდება საჯავახო სოფელს შემორჩა საჯავახოს მხარიდან გამომდინარე, რომელშიც შედიოდა ეს სოფელი.

1924 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საჯავახოში მიმდინარეობდა ბრძოლა ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს და ხელისუფლების ძალებს შორის. ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავის რაზმი 3 დღის განმავლობში უწევდა წინააღმდეგობას ხელისუფლების ძალებს.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 868 412 456
2014[1] 658 322 336

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 123-127

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 179-187.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II