შოთა კვირაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოთა კვირაია
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 სექტემბერი, 1995 – 30 ივნისი, 1997
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიიგორ გიორგაძე
მემკვიდრეჯემალ გახოკიძე

დაბადებული5 ივნისი, 1952
ცხაკაია, ახლანდელი სენაკი, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი10 იანვარი, 2011
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაინჟინერი, იურისტი

შოთა ოთარის ძე კვირაია (დ. 5 ივნისი, 1952, ცხაკაია, საქართველოს სსრ — გ. 10 იანვარი, 2011, მოსკოვი, რუსეთი) — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1995 წლის 2 სექტემბრიდან1997 წლის 30 ივნისამდე, გენერალ-ლეიტენანტი, სუკის ყოფილი ოფიცერი, ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ცხაკაიაში (ახლანდელი სენაკი). იყო განათლებული ინჟინერი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ასევე იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. შოთა კვირაია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს შეუერთდა 1977 წელს, მსახურობდა ოფიცრად, კორუფციასთან ბრძოლის სოხუმის განყოფილებაში (1977-1984) და შემდეგ თბილისში (1984-1990). საქართველოს სამოქალაქო ომის დროს იგი დაინიშნა პოლიციის უფროსად ზუგდიდში, სადაც ის იყო ჩართული საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების წინააღმდეგ. 1994 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. შეცვალა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი, აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე. მას ბრალი დასდეს ოპოზიციის დარბევაში, ადამიანის უფლებების დამცველთა დევნასა და პატიმრების წამებაში (1993 წელს დაუმტკიცდა 6 მამაკაცის მკვლელობა), რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სატელეფონო საუბრების მოსმენა. 1997 წელს ის იძულებული გახდა გასულიყო პენსიაში. მას შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 2011 წლის 10 იანვარს, თირკმელის უკმარისობით. თბილისში ჩამოასვენეს 2011 წლის 12 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]