შინაარსზე გადასვლა

თბილისის სამხედრო ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის სამხედრო ცენტრირუსეთის ოკუპაციისაგან საქართველოს გამოსახსნელად აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ორგანო, რომელიც 1922 წელს შექმნა დამოუკიდებლობის კომიტეტმა.

შემადგენლობაში შედიოდა პატრიოტულად განწყობილი საკადრო სამხედროები. ცენტრი ენერგიულად შეუდგა აჯანყების მომზადებას, მაგრამ 1923 წლის თებერვალში იგი გასცა ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სტუდენტური ორგანიზაციის წევრმა კალისტრატე (კალე) მესაბიშვილმა. ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ ცენტრის მეთაურები, გენერლები: კონსტანტინე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე; ოფიცრები: როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე. დამკომმა აჯანყების ხელმძღვანელობისთვის სამხედრო ცენტრის ნაცვლად სამხედრო კომისია შექმნა. კალე მესაბიშვილი, რომლის ჩვენების საფუძველზეც დააპატიმრეს სამხედრო ცენტრის წევრები, 1923 წლის 1 აპრილს თბილისში დამოუკიდებლობის კომიტეტის დავალებით მოკლა სოციალისტ-ფედერალისტმა მიხეილ კოღუაშვილმა.

2023 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრებს ეროვნული გმირის ორდენი ორდენი და ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.[1]