სამქვარი
იერსახე
სამქვარი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, გალის წყალსაცავის ნაპირზე, მდინარე ნიშონის ხეობაში. პირველი გალის თემის ცენტრი (სოფლები:ზემო გალი, კოხორა, ლეკუმხარა, ფართოღალი, ცხირი). ზღვის დონიდან 60 მ, გალიდან 5 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 40.